"ციურიხმა" "ბერნაბეუზე" ივარჯიშა
შვეიცარიის "ციურიხმა" ჩემპონთა ლიგის მატჩის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ივარჯიშა.
"ციურიხმა" დაიწყო ბოლო მზადება "რეალთან" მატჩისთვის. ხვალ გაიმართება ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური და ბევრ კითხვასაც გაეცემა პასუხი. შვეიცარიელთა ვარჯიშს ბევრი პრესის წარმომადგენელი და გულშემატკივარი დაესწრო.
"ციურიხის" მწვრთნელი ბერნარ შალანდი აპირებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგოს "სამეფო კლუბს". 1963/64 წლებში შვეიცარიულ კლუბს უზეიმია ამ სტადიონზე გამარჯვება, მაგრამ ეს იყო შორეულ წლებში. "ციურიხს" სურს გამარჯვება, რათა შეინარჩუნოს ჯგუფიდან გასვლის შანსები.
"ციურიხმა" ორი კვირის წინ "სან სიროზე" "მილანი" დაამარცხა და დიდი იმედები აქვთ ესპანეთშიც. შალანდი ავარჯიშებს ფეხბურთელებს პრინციპული შეხვედრისთვის.
შვეიცარიულმა კლუბმა უკვე ირბინა "ბერნაბეუს" გაზონზე. ბალახი იდეალურ მდგომარეობაშია. იოჰან ფონლანტენმა ტრავმა მიიღო "მარსელთან" დაპირისპირებაში და დააკლდება გუნდს. ოკონკვოს კი არ მიუღია მონაწილეობა იმ მატჩში.
"ციურიხის" ვიზიტმა მადრიდში დიდი რეზონანსი გამოიწვია შვეიცარიაში. სტუმარი კლუბი გულშემატკივრებიც ჩამოჰყვა. პრესის წარმოომადგენლებიც დიდ ყურადღებას იჩენენ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 25 ნოემბერი 2009
- 1 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.