„რეალი“ 74-68 „მაკაბი“
ევროლიგის ტოპ 16-ში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.
მადრიდელმა კალათბურთელებმა სრულად დაივიწყეს მოსკოვში განცდილი მარცხი და ახალი გამარჯვებების სერიის გამოცხობას შეუდგნენ.ამჯერად, ესპანეთის დედაქალაქში, თელ-ავივის „მაკაბი“ ჩამოვიდა სტუმრად.შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრად საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რამეთუ ებრაელებმა ორ მეოთხედში მოახერხეს მასპინძლებზე უკეთესი ციფრების დაფიქსირება, თუმცა გამარჯვება „რეალის“ მხარეს დარჩა - 77:68.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუდი ფერნანდესი გახდა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.არანაკლებ ეფექტური იყო სერხიო ლულიც - 20 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი.
იხ.მოთამაშეების სტატისტიკა:
(5i - სასტარტო ხუთეული, MJ - პარკეტზე გატარებული წუთი, Ptos - ქულა, T2 - 2 ქულიანი, T3 - 3 ქულიანი, TL - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FR - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), A - გადაცემა, BP - დაკარგვა, BR - ჩაჭრა, TF - დაფარება, VAL - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
ტოპ 16-ის „ფ“ ჯგუფის ცხრილი:
- 31 იანვარი 2014
- 2 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.