„რამოსი მამაცი, ოპტიმისტი და გულთბილია“
სერხიო რამოსის საფეხბურთო სამყაროში ყოფნის 10 წლისთავს, ანდალუსიელის მოქმედი და ყოფილი მწვრთნელები და თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.
კაპაროსი (დამრიგებელი, რომელმაც პრიმერა დივიზიონისკენ გაუხსნა გზა სერხიოს)
„როდესაც სერხიო 16 წლის იყო, ჩვენ გაოცებულნი ვიყავით მისი ხარისხიანი თამაშით, მონდომებითა და ძალისხმევით.ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი პროგრესი განიცადა და უკვე 17 წლის ასაკში, „სევილიას“ პირველ გუნდში მივეცით დებიუტის საშუალება.მას დიდებული ტექნიკა და სიძლიერე ჰქონდა.“
პეპე რეინა
„რამოსი საუკეთესო ფეხბურთელია.27 წლის ასაკში, მეათე სეზონის ჩატარება, არაამქვეყნიური შედეგია.იმედია, ტრავმები ხელს არ შეუშლის და ყველანაირ რეკორდს დაამხობს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.
ხასიათიდან, ადამიანურობიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, სერხიო „რეალის“ ლიდერია.მისი მტკიცე ხასიათი პორტუგალიასთან გამოჩნდა, როდესაც საკმაოდ დაძაბულ მომენტში „პანენკას“ სტილში შეასრულა პენალტი.ის იმ მოთამაშეების რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე დარჩენასა და თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშს გთხოვენ.ნაკრების რიგებში 30 დღე ერთად ვცხოვრობდით და მინდა გითხრათ, რომ ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა.მუდამ თანაგუნდელების გამხიარულებასა და გამხნევებას ცდილობდა, რა დროსაც ვუთხარი, რომ ნამდვილი მამაცი იყო, რამეთუ ამ ყველაფერს მხოლოდ გუნდისთვის აკეთებდა.“
იკერ კასილიასი
„ადამიანებს სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, თუმცა რამოსი რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველია, ამაზე ნუ ვიდავებთ.ის პატიოსანი და კეთილშობილი პიროვნებაა, რომელიც არასოდეს თამაშობს სხვის ნევრებზე.სერხიო დიდებული თანაგუნდელი და დიდი პროფესინალია.მიხარია, რომ ასეთი მეგობარი მყავს.“
ვისენტე დელ ბოსკე
„სერხიო შესანიშნავი ახალგაზრდაა.ის ყოველთვის გულთბილი, დამჯერი, ოპტიმისტი და მამაცია, რასაც ამტკიცებს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა თავდაჯერებულობა.რამოსს არავის და არაფრის ეშინია.ყოველთვის მზადყოფნაში ხდება გამოწვევებს.
ტაქტიკური თვალსაზრისითაც გამოსარჩევი მოთამაშეა.აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საუკეთესო განაპირა მცველად დაასახელეს, ხოლო ახლა, „ფიფას“ ვერსიით, საუკეთესო ცენტრალური მცველია.ის ჩინებულად თამაშობს ყველგან, სადაც არ უნდა გაამწესო.“
MARCA
- 31 იანვარი 2014
- 2 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.