ინტერის ბოლო შეთავაზება ფლორენტინოს
მოგეხსენებათ, მილანის ინტერი ბრაზილიელი ტალანტის, კაზემიროს არენდით აყვანით გახლავთ დაინტერესებული...
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზამთარში გუნდს არავინ დატოვებს, მილანის ინტერის ხელმძღვანელობა მზად არის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი "ოფერტი" გააკეთოს.
იტალიელები მზად არიან კაზემირო ერთ წლიანი არენდით აიყვანონ და მომდევნო წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე საკუთარ გუნდში იყოლიონ, "ნესაძურის" მთავარი მწვრთნელის აზრით ბრაზილიელი ახალგაზრდა სერია "ა"-ში ფეხს კარგად მოიკიდებს.
კონტრაქტის სხვა პირობები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ გახლავთ, სავარაუდოდ იტალიელთა შეთავაზებაში ის პუნქტიც იქნება, რომლის მიხედვითად "შავ-ლურჯებს" გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
- 31 იანვარი 2014
- 2 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.