მეოთხე დღე სატრენაჟორო დარბაზში, ძირითადში ხესეს ელოდებიან
მადრიდის რეალის ბილბაოში ჩასასვლელად და ადგილობრივი ატლეტიკის დასამარცხებლად ემზადება, კარლო ანჩელოტის 2014 წელს მსგავსი დონის მატჩი ჯერ არ გაუმართავს, ბასკები სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებენ და საკუთარ მოედანზე მეტწილად გამარჯვებას აღწევენ...
90%-ით უკვე გამოირციხა გარეთ ბეილის თამაში, რომელიც უკვე მეოთხე დღეა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს, მას დაზიანება აქვს, რომლის აღმოფხვრა დროის უმოკლეს მონაკვეთში ვერ მოხდა, უელსელის დაბრუნებას სამეფო თასის პირველ დაპირისპირებაში ელოდებიან.
ბეილის არყოფნაში სასტარტო შემადგენლობაში ადგილს სავარაუდოდ ხესე როდრიგესი დაიკავეს, რომლის ერთადერთი გოლის წყალობითაც მოახერხა "ბლანკოსმა" ესპანიოლის დამარცხება განმეორებით შეხვედრაში.
ესპანელი შემტევი ბრწყინვალე კონდიციებში იმყოფება, აქედან გამომდინარე არაფერი უდგას წინ მის სასტარტოში გამწესებას.
ბილბაოსთან დაპირისპირება ხესესთვის ერთგვარი გამოცდა იქნება, ახალგაზრდა ესპანელს კარლო ანჩელოტისთვის პროდუქტიული თამაშის ჩვენება მოუწევს ისეთ გუნდთან როგორიც არა გრანადა, ესპანიოლი და მსგავსი სახის შედარებით სუსტი კლუბები არიან, არამედ ბილბაოსთან, რომელიც წლეულს იდეალურ ფეხბურთს სთავაზობს გულშემატკივარს.
- 30 იანვარი 2014
- 2 424
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.