27 წლის ლეგენდა
10 წელი გავიდა ანდალუსიელი მცველის პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტიდან.
2004 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 17 წლის რამოსს გამოუცხადეს ნდობა „სევილიაში,“ საიდანაც 49 დაპირისპირების გამართვის შემდეგ, სამეფო კლუბში აღმოჩნდა.საერთო ჯამში სერხიოს ბალანსზე 543 ოფიციალური თამაშია.ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც „ფურია როხას“ მაისურით 114 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და „რეალის“ ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებლების სიაში მე-19 პოზიციის დასაკავებლად (400 მატჩი) მხოლოდ 6 თამაში აკლია.
ამასთანავე აღნიშვნის ღირსია ანდალუსიელის ტიტულების გარდერობიც, სადაც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველანაირი თასია დაბინავებული.
10 წლის იუბილეს, სერხიო რამოსი „მარკას“ საშუალებით გამოეხმაურა: „დრო ძალიან სწრაფად გარბის.2 დღის წინ, სევილიაში დავრბოდი.ვამაყობ განვლილი გზით და ვცდილობ დიდი სიამოვნება მივიღო მისგან.“
„ჩემი მიზანია გაუმჯობესებაზე ფიქრი.დღესაც ისეთივე გაღიმებული ვიღვიძებ, როგორც 2005 წელს, დედაქალაქში გამობარგების შემდეგ.“
„კიდევ 10 წელი? წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.ვეცდები, რომ ფიზიკური კონდიციები შევინარჩუნო.ფეხბურთის გარეშე ნამდვილად მოსაწყენი გახდება ჩემი ცხოვრება.“
MARCA
- 30 იანვარი 2014
- 2 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.