კაზემიროს „პორტუც“ იხმობს
ბრაზილიელი საყრდენის შესაძლებლობებით პორტუგალიაშიც დაინტერესდნენ.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „პორტუს“ ნახევარმცველი ფერნანდო დატოვებს და კლუბის ხელმძღვანელები მისი შემცვლელის ძიებაში არიან.ისინი ერთ-ერთ ვარიანტად კაზემიროს იჯარით აყვანასაც განიხილავენ და სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დაუკავშირდებიან ოფიციალურ მადრიდს.
შეგახსენებთ, რომ „კასტილია“ გამოვლილი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა, „ბეტისს,“ „მილანს,“ „მალაგასა“ და „ინტერსac“ სურთ.პრიმერა დივიზონის ბინადართა განსხვავებით, იტალიელებს კაზეზე სრული უფლების მოპოვება უნდათ, რაზეც „ბლანკოსი“ თანახმა არ არის.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, „თეთრებმა“ „სან პაულოდან“ 6 მილიონ ევროდ გამოისყიდეს სამხრეთ ამერიკელი და 2017 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი.ნამდვილად გამოსარჩევი იყო მისი ასპარეზობა პრე-სეზონის ეტაპზე, თუმცა დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, ამჟამად, მისი სათამო დრო საკმაოდ მწირია (379 წუთი).
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ბერნაბეუზე.“ალბათ, სათამაშო პრაქტიკის მიღება ნამდვილად არ აწყენდა ბრაზილიელს.
AS
- 30 იანვარი 2014
- 1 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.