ცხელი თებერვალი
ქართველი სტუდენტების უმრავლესობა საგამოცდო რეჟიმს თებერვლის დასაწყისში ასრულებს, აი, ანჩელოტისთვის შეგირდებისათვის კი, ყველაფერი პირიქითაა.
ნაყოფიერი, წარმატებული და „მშრალი“ იანვრის შემდეგ, „რეალს“ ცხელი თებერვალი ელოდება.უპრეტენზიო, „ოსასუნას,“ „სელტას,“ „ესპანიოლსა“ და „გრანადას,“ ამბიციური „ატლეტიკი,“ „ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ შეცვლის.ბასკები და „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩემპ.ლიგის საგზურისათვის იბრძვიან, ხოლო „როხიბლანკოს“ შარშანდელივით, თასის ფინალში სურს ძალების მოსინჯვა.
დაძაბულ-დახუნძლული კალენდრის პირველი თამაში, კვირას (2 თებერვალს; 23:55) „სან მამესზე“ გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ატლეტიკი“ დიდი ხნის განმავლობაში უძლეველი იყო, თუმცა სიმეონეს ბიჭებმა გამარჯვების მოიპოვებით ნავსი გატეხეს „კათედრალზე.“რას იზამენ ანჩეს დარიგებულები, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუმცა ის, რომ ურთულესი პაექრობა იქნება, არავინ დავობს.ჩემი აზრით, „რეალს“ გარკვეული უპირატესობის წინაშეა, რამეთუ 1-ით მეტი დღე ერგო დასასვენებლად, ხოლო ბილბაოლებმა ზ/ხსენებულ ჯახში საკმაოდ დიდი ძალები დახარჯეს.
ჩრდილოეთიდან დაბრუნებული „რეალი,“ ოთხშაბათს (5 თებერვალს), სამეფო თასის ნახევარფინალის ფარგლებში „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს, რომელთანაც შარშან ამავე ტურნირის ფინალი წააგო, ხოლო მიმდინარე სეზონის სტარტზე, დიეგო კოშტას გოლს ვერაფერი დაუპირისპირა.რევანშიც სურვილით შეპყრობილმა მადრიდელებმა, თანაქალაქელების საკუთარ კედლებში ძლევის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.
ანგარიშებია გასასწორებელი „ვილიარეალთანაც,“ რომლებიც შაბათს (8 თებერვალი) ესტუმრებიან „ჩამარტინს.“პრიმერას პირველ წრეში, „ელ მადრიგალზე“ ბეილმა და რონალდუმ გაიტანეს, თუმცა მათი ეული გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა 3 ქულის მოსაპოვებლად.შესაბამისად, შინაურ კედლებში უნდა მოხდეს „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ „ჩაძირვა.“
აღნიშნულის შემდეგ, „თეთრები“ 3 დღე დაისვენებენ და ისევ ოთხშაბათს (12 თებერვალს), განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად ეწვევიან „ვისენტე კალდერონს.“დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მატჩი მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუმცა „მატრასნიკების“ მიმდინარე კონდიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა.
ჩამოთვლილი მატჩების გარდა, „რეალი“ კიდევ 3 თამაშს გამართავს თებერვალში (16 თებერვალს „ხეტაფესთან,“ 22-ში „ელჩესთან“ და 26-ში „შალკესთან“), თუმცა დამეთანხმებით, რომ წინამორბედი მეტოქეებისგან განსხვავებით, სულის მოთქმის საშუალება ექნებათ მადრიდისტებს.
და ბოლოს, საფეხბურთო სინოპტიკოსების ცნობით, მადრიდში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.1-დან 12 თებერვლის ჩათვლით, ბილბაოდან და ვილიარეალიდან ცხელი ჰაერის მასების შემოდინებაა დაანონსებული.ასე, რომ შესაბამიად მომზადებულნი შეხვდით ზაფხულს ზამთარში!
- 30 იანვარი 2014
- 3 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.