მადრიდელების ჯახი სამეფო თასზე
ესპანეთის სამეფო თასის ფარგლებში, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ გზები 38-ჯერ გადაკვეთილა.
მადრიდელთა ბოლო ჯახი, არც მეტი არც ნაკლები, ფინალში შედგა, სადაც მოურინიოს დამოძღვრილებზე უკეთესად მომზადებული, სიმეონეს შეგირდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დამატებით წუთებში მოპოვებული გამარჯვებით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იზეიმეს ტიტული.
ოცდათვრამეტი პაექრობიდან, 15 „თეთრების“ წარმატებით დასრულდა, 10 შემთხვევაში ყაიმი გაგორდა, ხოლო 10-ჯერ „მატრასნიკებმა“ დაიტოვეს მოგება.უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 17 დუელიდან, 12-ჯერ „რეალმა“ მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური (2 შემთხვევაში ჩემპიონობაც იზეიმა), ხოლო 5-ჯერ „როხიბლანკომ“ (4 შემთხევაში იზიმეს ჩემპიონობა).
რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალურ სტადიას, თანაქალაქელები 3-ჯერ გადაეყარნენ ერთანეთს გათამაშებს ხსენებულ სტადიაზე:
პირველად 1980 წელს: „ვისენტე კალდერონზე“ ნულოვანი ფრის შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1-1 დასრულდა (იმ სეზონში, სტუმრად გატანილი გოლი უპირატესობას არ ითვლებოდა), ხოლო პენალტების სერიაში 4-3 იმარჯვეს მადრიდისტებმა.ფინალში გასული „რეალი,“ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, საკუთარ „ფილიალს (კასტილიას) შეერკინა და უფროსებმა 6-1 ძლიეს ახალგაზრდებს.
მეორედ 1987 წელს: „მერენგებმა“ 3-2 მოიგეს საშინაო კედლებში, თუმცა 2 უპასუხო გოლი გაუშვეს სტუმრად, სადაც „ატლეტიკო“ „სოსიედადს“ დაუპირისპირდა და თერთმეტ მეტრიანების სერიაში დამარცხდა.
მესამედ 1989 წელს: ორთაბრძოლის საწყის შეხვედრაში, „რეალმა“ 0-2 წამოიღო „კალდერონიდან,“ ხოლო „ბერნაბეუზე,“ 1-0 მოიგო.ეს ანგარიში დაფიქსირდა ფინალში „ვალიდოლიდთანაც.“
AS
- 4 თებერვალი 2014
- 3 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.