ხესეს მომდევნო გამოწვევა და ოცნება „ოქროს ბურთზე“

სამეფო კლუბის „ოციანი“ საკმაოდ ამბიციური ახალგაზრდაა.

ამ მომენტისათვის, მის აქტივში უკვე 4 ბურთი ირიცხება (მეექვსე ბომბარდირი გუნდში), თუმცა ეს საკმარისია როდია: „ვეცდები, რომ სეზონის ბოლოს მინიმუმ 10 ბურთი მქონდეს აქტივში“ - განაცხადა „ესპანიოლთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანჩელოტის ფორმაციის მადრიდში, როდრიგესი პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.თუ მოურინიო შემტევს ნდობას არ უცხადებდა, ახლა მის ანგარიშზე 729 სათამაშო წუთია (საერთო რაოდენობის 19%).შეიძლება ითქვას, რომ ის ნაყოფიერიად იყენებს განკუთვნილ დროს, რამეთუ ორ-ოჯერ პრიმერასა და სამეფო თასზე გამოიჩინა თავი („ბარსელონასთან,“ „ვალენსიასთან,“ „ოსასუნასთან“ და „ესპანიოლთან). ამასთანავე მის სახელზეა 3 საგოლე გადაცემაც.

აღსანიშნავია, რომ 2011/12 წლების სეზონში, ხესემ „კასტილიის“ მაისურით 22-ჯერ გამოიჩინა თავი (პლიუს 12 ასისტი).აქედან გამომდინარე, 10 გოლიანი ნიშნული მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

და ბოლოს, ახალგაზრდა გოლეადორმა საინტერესო განცხადება გააკეთა: „მომდევნი 4 წლის განმავლობაში, ჩემი ოცნება „ოქროს ბურთის“ მოგებაა.“ დაე, ოცნება რეალობაც აქციოს ნამდვილად მადრიდისტამ!

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (32)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)