ანჩელოტი: „იმედია, ბეილი გამოჯანმრთელებას მოასწრებს“

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თამაში პრესასთან შეაჯამა.

- ვის ისურვებდით ნახევარ ფინალში - „ატლეტიკოს“ თუ „ატლეტიკს?“
- სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს.ორივე გუნდი დიდებულად ასპარეზობს.საინტერესო დაპირისპირება იქნება, რომელსაც აუცილებლად მივადევნებ თვალს.

- 8 თამაში გაშვებული გოლის გარეშე...
- ჩემი აზრით, ამ მომენტისათვის ტაქტიკა სრულად ამართლებს.ფეხბურთელებმა გამოასწორეს დაცვითი თამაში და ეს შედეგზეც აისახა.რამოსი და ნაჩო შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

- როგორ შეაფასებდით განვლილ პაექრობას?
- თამაში სათანადოთ დავიწყეთ და 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით.ფეხბურთელები შესანიშნავად გაისარჯნენ.გამოვყოფდი ილიარამენდის, რომელიც მეტი თავდაჯერებით თამაშობს.კმაყოფილი ვარ განვითარებული მოვლენებით და სისტემის მუშაობით.

- იანვარი მიიწურა.წინ „სან მამესი“ გელოდებათ...
- ბუნებრივია, რთული შეხვედრის მოლოდინში ვარ.„ატლეტიკმა“ ბრწყინვალე კონდიციები აკრიფა და საშინაო არენაზეც უძლეველია, თუმცა გამარჯვებისთვის ჩავდივართ.

- იკერი რეკორდსმენია...
- ფანტასტიკურია.მიუხედავად ყველაფრისა, კასილიასი აგრძელებს ბრძოლას.ვიტყოდი, რომ ციფრები გუნდური ძალისხმევის შედეგია.

- რა მოხდა კოენტრაუს შეცვლის მომენტში?
- ფაბიუმ ტკივილები იგრძნო და ყველას ეგონა, რომ მარსელოს შემოვიყვანდი მის ნაცვლად, თუმცა არჩევანი პეპეზე შევაჩერე.

- ბეილმა გამოჯანმრთელენა თუ ვერ მოასწრო, ბილბაოში ხესე ითამაშებს?
- იმედია, გარეთი მწყობრში ჩადგება და დახმარებას გაუწევს თანაგუნდელებს კვირის ორთაბრძოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ხესემ დაიკავოს მისი ადგილი.

- კოენტრაუს მდგომარეობა...
- ფაბიუ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და მზადაა კონკურენცია გაუწიoს მარსელოს.დღეს მომეწონა მისი თამაში.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (16)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)