კეთილგონიერი, მოკრძალებული და მეოჯახე
ასე ახასიათებს „მარკას“ ჟურნალისტი „ესპანიოლის“ კარის დარაჯს.
კიკო კასილიამ ფეხბურთის თამაში სამეფო კლუბის აკადემიაში დაიწყო.2004-დან 2007 წლამდე, გამოდიოდა, როგორც მესამე, ასევე მეორე გუნდების რიგებში.აღსანიშნავია, რომ კასტილიაში ასპარეზობისას, ის ლოპესის შემცვლელად ითვლებოდა.საბოლოოდ, მწვრთნელების ვერ მოხიბლვის გამო, ბარსელონურ კლუბში მოუწია კარიერის გაგრძელება, საიდანაც ჯერ „კადისში“ გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ „კართაგენაში.“
ერთი სიტყვით, კიკო საკმაოდ რთული გზა განვლო, რომ პრიმერა დივიზიონის გუნდის სასტარტო მეკარის სამოსი მოერგო.განვლილ ზაფხულში, მისით პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა „ესპანიოლი“ ვერ შეელია.
კასილია გამოირჩევა გამოსვლაზე საიმედო თამაშით და ყოველთვის მშვიდად უყურებს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.მიუხედავად თავისი სიმაღლისა (1მ. და 92 სმ.) საკმაოდ მოქნილია.
ესპანური პრესის აზრით, თუ მოქმედი კიპერებიდან „რეალი“ რომელიმეს შეელევა, კიკოს აუცილებლად დააბრუნებენ „თეთრებში.“27 წლის მეკარეს სურვილიც, სწორედ ეს არის.
MARCA
- 28 იანვარი 2014
- 2 121
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.