„ნერაძურიმ“ ახალგაზრდა მადრიდელებს დაადგა თვალი
მილანურ გრანდში ახალგაზრდა მადრიდელების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
უახლოეს დღეებში, ესპანეთის დედაქალაქს „ინტერის“ წარმომადგენლები ესტუმრებიან - წერს calcionews24.იტალიურ მხარეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, კაზემიროსა და მორატას წაყვანა სურს.მათი აზრით, „რეალის“ დაყოლიება რთული იქნება ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მზად არიან, იანვარში ბრაზილიელი საყრდენი გაიფორმონ, ხოლო ზაფხულში ალვაროს ჩამოაკითხონ.
ოფიციალურ მადრიდში, მორატას გასხვისებას გამორიცხავენ, ხოლო რაც შეეხება კაზეს, შესაძლოა კარგი შეთავაზების სანაცვლოდ გაუშვან „ნერაძურიში.“
- 28 იანვარი 2014
- 2 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.