კოენტრაუ „მილანსაც“ მოუნდა
პორტუგალიელ მცველს ახალი მსურველი გამოუჩნდა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, კლარენს ზეედორფი გუნდის გაძლიერებას გეგმავს.Mediaset-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელს მარცხენა ფლანგზე კოენტრაუს მიყვანა სურს, რომლის შესაძლებლობებითაც „მანჩესტერი“ ინტერესდებოდა, თუმცა ინგლისელები მადრიდელებს ფასზე ვერ შეუთანხმდნენ.
სენიორ გალიანის იმედი აქვს, რომ ანჩელოტისთან ახლობლური ურთიერთობა გამოადგება და ტრანსფერიც გაიჩარხება, თუმცა რამდენად შედის კარლიტოს გეგმებში სეზონის შუაგულში ერთი განაპირა მცველით დარჩენა, მეორე საკითხია.
სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, „როსონერის“ მადრიდს ეწვევა.
AS.com
- 28 იანვარი 2014
- 1 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.