„ესპანიოლი“ საბრძოლველად ემზადება
მიმდინარე სეზონში, კატალონიელებისა და მადრიდელების ჯახი მესამედ შედგება.
სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, „ესპანიოლმა“ მინიმალური ანგარიშით წააგო „რეალთან“ (0-1), რითიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა.„ბერნაბეუზე“ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, ყველაფერი თავიდან დაიწყება, თუმცა რამდენად მოახერხებენ აგირეს შეგირდები „ბლანკოსის“ დაცვის გარღვევას, ეს მეორე საკითხია.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონელები დანაკლისით ჩადიან დედაქალაქში.თანაგუნდელებს ვერ დაეხმარებიან მარცხენა მცველი ხუან ფუენტესი და შემტევი სიმაო საბროსა.„ლურჯ-თეთრების“ განაცხადი ამგვარად გამოიყურება: ჟერმან პარენიო, რაულ როდრიგესი, ვიქტორ სანჩესი, სიდნეი, სტუანი, სერხიო გარსია, პიცი, კაპდევილა, კიკო კასილია, დავიდ ლოპესი, ექტორ მორენო, ხავი ლოპესი, ვიქტორ ალვარესი, კოლოტო, ალექს ფერნანდესი, აბრაჰამი, კორდობა და გაბრილ ტორჟე.
შესაძლოა, დღევანდელ დაპირისპირებაში ძმების ნანატრი დუელი ვიხილოთ - ნაჩო ალექსის წინააღმდეგ.
და ბოლოს, მატჩისწინა პრესკონფერენცია ხავიერ აგირემ დასძინა, რომ „„რეალის“ დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ იღბალი ზურგს აქცევს მადრიდელებს.“
AS
- 28 იანვარი 2014
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.