როტაცია გარდაუვალია

ახალი წლის პირველი თვე წარმატებული გამოდგა კარლიტოს დამოძღვრილებისათვის.

სეზონის მეორე ეტაპის დაწყებისთანავე, ანჩელოტის ფორმაციის „რეალმა“ იპოვა საკუთარი თამაში და შეიძლება ითქვას, უშანსოდ ტოვებს მეტოქეებს.როგორც მწვრთნელი აღნიშნავს, მოცემული ეტაპისათვის ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს.ესპანეთში მიიჩნევენ, რომ მადრიდელების მთავარი მტერი, შესაძლოა დაღლილობა გამოდგეს, რამეთუ მომდევნო 2 თვე, კვირაში ორჯერ უწევთ ფეხბურთელებს ბურთის გაგორება.

მიმდინარე თვეში, 10-მა მოთამაშემ, შესაძლოდან 80% და მეტი გაატარა საქმეში.შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი წევრია, რომლებიც თითქმის შეუსვენებლად ირჯებიან.მაგალითად, პეპე, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი და ა.შ.აქედან გამომდინარე, თუნდაც სათაშო მატჩებში, იტალიელმა როტაციის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა გაუშვას ხელიდან.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭიროა, ალონსოს შემთხვევაში, რომელიც 32 წლის ასაკში სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარებას ვერ მოახერხებს.ცოტა ხნის სათადარიგოზე დაჯდომა მართებს მოდრიჩსაც, რომელიც სეზონის სტარტიდან წამყვან ფიგურაა შემადგენლობაში.სულის მოთქმის საშუალება უნდა მიეცეს პეპესაც.ამ უკანასკნელმა ყველაზე მეტი წუთი დაჰყო მოედანზე.

დიდი ალბათობით, „ესპანიოლთან“ პაექრობაში გადახალისებულ თერთმეტეულს ვიხილავთ.სასტარტოში გამოჩნდებიან კონეტრაუ, ნაჩო, ილიარამენდი და ხესე.როტაცია გარდაუვალია, რამეთუ წინ სეზონის ყველაზე რთული თვე - თებერვალი მოდის.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)