ანჩელოტი: „ბეილი დაისვენებს“
სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩის წინ, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა
ბეილის მდგომარეობა: „მას გარკვეული პრობლემები აღენიშნება მარცხენა ფეხზე, ამიტომაც ხვალინდელ შეხვედრაში დასვენების საშუალებას მივცემთ, რამეთუ უქმეებისთვის მოასწროს გამოჯანმრთელება.ბუნებრივია, თავიდან ავირიდებთ ყოველგვარ რისკს.“
ბეილი მარცხენა ფრთაზე: „მისთვის პოზიციის შეცვლა არ იგეგმება.გარეთი კომფორტულად გრძნობს თავს მარჯვენა ფლანგზე.“
როტაცია: „ჯერჯერობით ვერ გეტყვით, როგორ შემადგენლობას გამოვიყვან ხვალ.შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიტანო მასში.„ესპანიოლთან“ გარკვეული უპირატესობა გვაქვს, თუმცა მეტოქე საკმაოდ ძლიერია და ადვილი გასეირნება არ იქნება.აქედან გამომდინარე, საუკეთესო კონდიციებში მყოფი ფეხბურთელები უნდა დავუპირისპირო.“
იანვარი: „ერთი შეხედვით, ნაყოფიერი თვე გამოდგა ჩვენთვის.ლიდერებთან სხვაობა შევამცირედ და გუნდის შესანიშნავ ფორმაშია.“
ვარანი: „ის თავდაუზოაგავდ ვარჯიშობს და შესაძლოა, კვირას ბილბაოშიც გამოგვყვეს.“
ტიტულები: „ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან.ამიტომაც, ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
მესის თამაში: „ვერ გეტყვით, რაიმე სახის ცვლილებაბ მხოდა თუ არა მასში, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ნაყოფიერად თამაშობს.“
ფიზიკური მდგომარეობა: „ყველაფერი კარგადაა.ლაზარეთიც თითქმის გამოცარიელებულია.“
დაძაბული პრიმერა: „თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა.აქ ყველა გუნდი იბრძვის.“
ბენზემას გოლები: „კარიმი ძალზედ სასარგებლოა გუნდისთვის და თავს კომფორტულად გრძნობს.მის მთავარ პრობლემას თავდაჯერებულობა წარმოადგენდა.“
დაცვა: „ დიდი იმედი მაქვს, ასეთ ტემპში გააგრძელებნ თამაშს.“
AS
- 27 იანვარი 2014
- 2 777
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.