ანჩელოტი: "გუნდი დაბალანსებულია"
თამაშის შემდეგ ანჩელოტიმ პრეკსონფერენცია გამართა.
შეხვედრა: "პირველ ნახევარში, ბურთთან თამაშისას შეგვექმნა პრობლემები და ინტენსიობა გვაკლდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, ბურთს უფრო ხშირად ვაკონტროლებდით და ყველაფერი უფრო იოლად გამოგვდიოდა."
ბეილი: "შეჯახების შემდეგ თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას მარცხენა ფეხზე ჰქონდა პრობლემა და ვამჯობინე შემეცვალა. ტრავმა არ აქვს, უბრალოდ გადაღლილია. მომდევნო თამაშისთვის მწყობრში იქნება."
ლიდერობა: "დღეს ტკბილად დავიძინებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლომდე გვაქვს საბრძოლველი. პირველმა ნახევარმა გვაჩვენა, რომ არ ვართ ჯერ ბოლომდე მზადყოფნაში. ფეხბურთელებს კიდევ მართებთ გარკვეული ასპექტების დახვეწა."
შვიდ მატჩიანი მშრალი სერია: "ყველაზე მნიშვნელოვანი ის ბალანსია, რომელიც კლუბში გაგვაჩნია. ეს მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდი მშვენივრად უტევდა და დაცვაშიც მშვენივრად იცავდა თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაუმჯობესება. უფრო სწარფადაც შეიძლება თამაში. მინდა, რომ მშრალი სერია კიდევ გავაგრძელოთ. 2014 წელი კარგად დავიწყეთ.
მოდრიჩი: "მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს გვეხმარება ბურთის კონტროლში."
- 25 იანვარი 2014
- 2 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.