ანჩელოტი: „ზიდანი დიდ სამუშაოს ასრულებს“
„გრანადასთან“ დაპირისპირებამდე (ხვალ, 19:00, სეტანტაზე), კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
1 ქულიანი სხვაობა: „ვფიქრობ, „გრანადასთან“ მატჩი მნიშვნელოვანია, რამეთუ კონკურენტების მატჩებამდე, ლიდერობის მოპოვება შეგვიძლია.აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ თამაშზე და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიასპარეზოთ.“
როსელის გადადგომა: „მხოლოდ ჩემი გუნდის საქმეებით ვარ დაკავებული და სხვა თემებზე არ ვფიქრობ.“
გრანადა: „ამ მომენტისათვის კარგ ფორმაში იმყოფებიან და ზოგადად კარგ სეზონს ატარებენ.განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.“
მშრალი სერია: „გუნდის თამაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროგრესი უნდა შევაჩეროდ.მაღალ დონეზე თამაშობენ, როგორც ნახევარმცველები, ასევე მცველები.მატჩებითვის თავდაუზოაგვად უნდა მოვემზადოთ.“
ისკო: „ტაქტიკის შეცვლის შემდეგ ისკოს სათამაშო დრო შემცირდა.განვლილ მატჩში ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც მოვსინჯეთ.რა თქმა უნდა, მიმდინარე სისტემა საბოლოო არ არის და შესაძლოა სხვადასხვა მატჩებში შეიცვალოს.4-3-3 პირობებში ბევრი თამაში მოვიგეთ.ხვალ დი მარია ითამაშებს.“
ვარანი: „ფრანგი მთავარ ჯგუფთან ერთად ვარჯიშს შეუდგა, თუმცა ჯერჯერობით თამაშისთვის მზად არ არის.შესაძლოა, ბილბაოში გამგზავრებამდე ჩადგეს მწყობრში.„გრანადასთან“ კოენტრაუ და კარვახალი ითამაშებენ.“
ზიდანის როლი: „ზიზუ დიდ სამუშაოს ასრულებს გუნდში.ის ძალიან ეხმარება თავდამსხმელებსა ნახევარმცველებს.ასევე, ახალგაზრდების პროგრესს უწყობს ხელს და კარგად გამოსდის მუშაობა სქემებთან.ერთი სიტყვით, სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ფიგურაა.“
არბელოა-კარვახალის როტაცია: „მათგან ბევრს ვითხოვთ და ისინიც სათანადო ფიზიკური კონდიციებში არიან.“
დი მარია: „თუ ანხელი ცუდად ითამაშებს, ქომაგები მას დაუსტვენენ, ხოლო მწვრთნელი შეცვლის.მეორე დღეს კი, იგივე გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე.“
AS
- 24 იანვარი 2014
- 2 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.