სუპერ ლოპესის 365 დღე
სუპერ ლოპესი - ასე აფასებს „მარკა“ ესპანელი კიპერის 1 წლიან სამუშაოს.
განვლილი წლის 24 იანვარს, „რეალმა“ ლოპესი სახლში დააბრუნა.იკერის ტრავმიდან გამომდინარე, მადრიდელებს 3 თვე ადანის ამარა უწევდათ ყოფნა და რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბმა ნაყოფიერად გამოიყენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა.თავდაპირველად, დიეგო კასილიასის დროებით შემცვლელად გადმოვიდა დედაქალაქში, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხბურთის წარმომადგენლები არასათანადოდ აფასებდნენ მას.
ჟოზე მოურინიომ პირველივე დღეებიდან გამოუცხადა ნდობა კიპერს და ამ უკანასკნელმაც იმედები არ გაუცრუა დამრიგებელს.დარჩენილი სეზონის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარა და გამოჯანმრთელებულ კაპიტანს თამაშის საშუალება არ მისცა.
ალბათ, ყველა დასამახსოვრებელი მისი თამაშები „ბარსელონასთან“ და „მანჩესტერთან,“ სადაც დიდებული მოგერიებები ჩაიწერა აქტივში.
აღსანიშნავია, რომ დიეგოს სასატარტოდან ჩამოცილება, არც ახალი დამრიგებლის პირობებში შედგა.ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, ანჩელოტიმ პრიმერაში, სადაც გარანტირებული 38 თამაშია სეზონში, ადგილი დიეგოს ანდო, ხოლო ლიგასა და თასზე იკერს.
კარლიტოს გადაწყვეტილებას უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა საკუთარი თამაშიდან გამომდინარე, ლოპესი ძალიან იშვიათად ტოვებს კითხვის ნიშნებს.
არსებული სიტუაციიდან, გამარჯვებული კლუბი უნდა გამოვიდეს, რომელსაც 2 მაღალი დონის გოლკიპერი ჰყავს.
აქვე იხილეთ, ლოპესის 10 საუკეთესო სეივი:
- 24 იანვარი 2014
- 2 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.