მშვიდობისმყოფელი კარლიტო
იტალიელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბის გასახდელში სიტუაცია დაარეგულირა.
ანჩელოტის ფორმაციის „რეალი,“ უარს ამბობს ყოველგვარ აგრესიულ თამაშზე და მაქსიმალურად კონცეტრირებულია მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე.ფეხბურთელები ნაკლებად არღვევენ თამაშის წესსა და გასულ სეზონებთან შედარებით, მსაჯებიც ნაკლებ ბარათებს უფრიალებენ მადრიდელებს.
არსებული მომენტისათვის, „თეთრების“ ანგარიშზე 42 ყვითელი და არცერთი წითელია (მოგეხსენებათ, „ოსასუნასთან“ მიღებული წითელი, შესაბამისმა კომიტეტმა გაუუქმა რამოსს), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებლია.ფეხბურთელებმა დელ ბოსკეს გუნდის შედეგი გააუმჯობესეს (44 ბართი, აქედან 1 წითელი) და ანჩელოტიმაც „ულვაშასთან“ ერთად გაინაწილა მშვიდობისმყოფელის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ 2002/02 წ.წ სეზონის მეოცე ტურისთვის, „რეალის“ ანგარიშზე 40 ბარათი იყო, თუმცა აქედან 2 წითელი.რაც შეეხება დანარჩენ სეზონებს, მადრიდელთა ბარათების რაოდენობა 49-დან 67-დე მერყეობდა (20 ტურის მონაცემებით).
MARCA
- 24 იანვარი 2014
- 3 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.