„ოქროს ბურთს“ მადრიდისტებიც იხილავენ
13 იანვარს, ციურიხში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, რონალდუ პირველად გამოვა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“.
„გრანდასთან“ შეხვედრის დაწყებამდე, პორტუგალიელი მადრიდისტებს წარუდგენს „ოქროს ბურთს,“ რომლებმაც მის მოპოვებამდე, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს გოლეადორს (სტადიონზე გამოკრული ბანერებით, სხვადასხვა შეძახილებით და ა.შ.).
საინტერესოა, რომ ამ მომენტისათვის კრიშტიანუს ჯილდო „რეალის“ მუზეუმშია გამოტანილი, ხოლო ხვალინდელი მატჩის შემდეგ, მადეირაში წაიღებენ, სადაც ახლად გახსნილ რონალდუს მუზეუმში დაიდებს ბინას.
MARCA
- 24 იანვარი 2014
- 1 959
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.