"დაუკრეფავში გადასული" კატალონიური პრესა

მას შემდეგ, რაც სანდრო როსელი პოსტიდან გადადგა, ხოლო კლუბსა და მის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს სერიოზული საფრთხეები ემუქრებათ სასამართლოს მხრიდან, კატალონიური პრესა MundoDeportivo-ს სახით, გულის განსაქარვებად გარეთ ბეილს მიდგა და აცხადებს, რომ მისი ტრანსფერი მადრიდულ კლუბს 265 მლნ. ევრო დაუჯდა.

"გარეთ ბეილის შეძენაში გადახდილი თანხები ყოველგვარ ჩარჩოს სცილდება"-ასე ომახიანად იწყებს გამომცემლობა სტატიას, რომელიც "მადრიდის რეალის"
მიერ 2013 წლის ზაფხულში უელსელის სანაცვლოდ გადახდილ და გადასახდელ თანხას ეხება.

როგორც პრესა იუწყება, შეთახმება უშუალოდ პერესსა და ლევის შორის შედგა და მის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კრიშტიანო რონალდუ, რომელიც იმ მომენტში ახლოს იყო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, არ გაბრაზებულიყო.

ყველაზე ძვირადღირებული, ვიდრე ოდესმე

"ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში მადრიდში იმყოფება"-მორიგი ომახიანი გაგრძელება მუნდოდეპორტივოს სტატიაში. სტატიის ავტორი დაჟინებით მოითხოვს, რომ მანამ სანამ მადრიდული სასამართლო კატალონიას გადაწვდებოდა, მას თავისი ქალაქის ამბები უნდა გამოეძიებინა. ამბები, რომელიც ავტორის ინფორმაციით საკმაოდ დიდი ბურუსითაა მოცული.

ავტორი მიიჩნევს, რომ "ოპერაცია ბეილი" საბოლოო ჯამში "თეთრებს" 265 მლნ. ევრო დაუჯდათ, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: ტრანსფერი, საკომისიო, ბონუსები, დაზღვევა...გარდა გატანილი გოლების სანაცვლოდ გაღებული პრემიებისა, რომელიც შესაძლოა კონტრაქტის ნაწილი იყოს.

სტატიაში შემდეგ ვკითხულობთ, "მადრიდის რეალი" აქტიურად ახმაურებს, რომ ტრანსფერი 91 მლნ. ევრო დაჯდა. გამომცემლობა AS - კი 5 სექტემბრის ნომერში იუწყება , რომ "ტოტენჰემმა" გარეთ ბეილი 86 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ (101 მლნ. ევრო) დათმო. არც მეტი არც ნაკლები.". არანაირი ოფიციალური განცხადება საკომისიოსთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

6-დან 11 მლნ.-მდე შემოსავალი

რამოდენიმე წყარო აცხადებს, რომ ფლორენტინომ ფეხბურთელის აგენტის დათანხმება 6 მლნ ევროთი სცადა, რაზეც ბარნეტმა (ფეხბურთელის აგენტი) უარი განაცხადა და თქვა, რომ მას სურს ყოველწლირად 11 მლნ. ევროს შემოსავლის მიღება, ამას დამატებული 2 მლნ მიღწევების სანაცვლოდ გადახდილი თანხა. "მადრიდის რეალთან" დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ საერთო ჯამში ფეხბურთელი 14 მლნ. ევროს ღებულობს ყოველწლირად.

დაზღვევა და გადახდა

ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ 6 მლნ. ევრო, რომელსაც "მადრიდის რეალი" ყოველწლირად იხდის ფეხბურთელის დაზღვევის გამო, რაც გულისხმობს იმას, რომ "მადრიდის რეალი" ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, ფეხბურთის თამაშისთვის უუნაროდ გამოცხადების და სხვა სადაზღვეო შემთხვევაში, 91 მლნ. ევროს მიიღებს, ეს ის თანხაა, რომელიც მასში გადაიხადეს, როგორც ამას "თეთრები" იუწყებიან.

როგორ გადაიხადა "მადრიდის რეალმა" ეს თანხა? რამოდენიმე წყაროზე დაყრდნობით მათ ეს თანხა Bankia-ს სესხით დაფარეს. გამოდის რომ კლუბი ბანკს კიდე დამატებით ცალკე თანხებს უხდის ამ ტრანსფერის სანაცვლოდ.

P.S. ცნობისთვის, Mundo (მუნდ-ო) მეგრული სიტყვაა და ქართულად სიტყვა-სიტყვით ტრაკ-ოს ნიშნავს

  • shvela
  • 24 იანვარი 2014
  • 5 408
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)