დონ ხოსეს დაბრუნება
ანჩელოტის ფორმასიის „რეალში,“ პორტუგალიელი მცველი ფასდაუდებელია.
ვარანის შარშანდელი ტრიუმფალური ასპარეზობის ფონზე, ქომაგებისა და ჟურნალისტების ნაწილმა პეპე ჩამოწერეს, თუმცა როგორც ჩანს, ნაადრევად.ამ მომენტისათვის, ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშე დიდებულ ფიზიკურ კონდიციებშია.კარიერაში პირველად, სეზონის სტარტზე ტრავმა არ მიუღია და შესაძლო 31 მატჩიდან, 27-ში ითამაშა 90 წუთი.3-ჯერ როტაციის გამო მოუწია დასვენება, ხოლო ერთხელ, დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე მოუწია უქმობა (5 ყვითელი).
საინტერესოა, რომ „დონ ხოსე“ შედეგიანი არა მხოლოდ დაცვაში, არამედ შეტევაშიც.არსებული მომენტისათვის, მის ანგარიშზე 3 გოლი ირიცხება.
ამის პარალელურად, პეპე უარს აცხადებს ბინძურ თამაშზე და საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება.აღნიშვნის ღირსია, რომ თითქმის 2 წელია, წითელი ბარათი თვალადაც არ უნახავს.
ერთი სიტყვით, პორტუგალიელი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.ჯერჯერობით უცნობია, გაუწევს თუ არა კონკურენციაც ვარანი, ასეთ ფორმაში მყოფ „სამიანს.“
MARCA
- 23 იანვარი 2014
- 2 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.