კასტილიამ ფორვარდი ინათხოვრა
როგორც ცნობილია, „რეალ მადრიდ კასტილია“ თავდამსხმელით გაძლიერდა.
მადრიდელებმა „სანტოსის“ 22 წლის ფორვარდი ვილიან ხოსე, ზაფხულამდე მოიყვანეს გუნდში.კარიერის განმავლობაში, ბრაზილიელ შემტევს 131 თამაში და 31 გოლი დაუგროვდა.მას სხვადასხვა წლებში, „სან პაულოსა“ და „გრემიოშიც“ უასპარეზია.
გავრცელებული ინფორმაციით, კასტილიელების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ განახორციელებენ რამდენიმე ტრანსფერს.მოგეხსენებათ, გუნდი სეგუნდა დივიზიონის ბოლო საფეხურზე დგას და თუ ცვლილებები არ განხორციელდება, რანგით მესამე ლიგაში მოუწევს თამაში.
AS
- 23 იანვარი 2014
- 1 825
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.