რამოსი: „„ლა დესიმა“ ჩვენი ოცნებაა“

სამეფო კლუბის ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, FIFA/FIFPro-ს წლის საუკეთესო გუნდში მეოთხედ მოხვდა.ანდალუსიელმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა FIFA.com-თან.

- ვგონებ, შენთვის განსაკუთრებულია წელია, რამეთუ სხვადასხვა საკლუბო ტურნირების შემდეგ, ზაფხულში ბრაზილიაში გაემგზავრები, სადაც მორიგ მუნდიალზე მოგიწევს ასპარეზობა...
- გეთანხმები.2014-ში დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავარ და იმედია, სათანადოდ შევხვდები.ჩემი მიზანია მაქსიმალურად მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, როგორც ნაკრების, ასევე „ბლანკოსის“ მაისურით.მადრიდი სამ ფრონტზე იბრძვის და ბუნებრივია, სამივე ტურნირის მოგების იმედი გვაქვს.რაც შეეხება მსოფლიო პირველობას, რა თქმა უნდა, ერთი სიამოვნება და პატივია მონაწილეობის მიღება ასეთი რანგის გათამაშებაში.კარიერის პარალელურად, მიმდინარე წელი იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ მაისის თვეში, პირველად გავხდები მამა.ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.ამაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არარსებობს.

- ანუ ჯერ ბავშვი შეგეძინებათ და შემდეგ ბრაზილიაში გაემგზავრებით?
- დიახ და იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.ჩვენ და ესპანელ ხალხს მუნდიალზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გვაქვს.ტიტულის მოგება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი დაცვა უფრო რთული იქნება.მომავალ მსოფლიოში ბევრი კარგი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ტრიუმფით დაასრულონ ასპარეზობა.

- კენჭისყრის შედეგად, ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიელებს გადაეყარეთ, რომელა დამარცხებითაც, 4 წლის უკან, ისტორიაში პირველად იზეიმეთ მუნდიალის ოქროს მედლები...
- წლების წინ, სხვადასხვა მეტოქეებს შევერკინეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა „ნარინჯისფერებთან“ ჯახი ერთობ გამორჩეული იყო, რამეთუ ჩვენი გზები ფინალში გადაიკვეთა.მაღალი დონის მოთამაშეებიდან გამომდინარე, ჰოლანდია ყოველთვის ფავორიტის რანგში ხვდება ტურნირებს.ცხადია, წილიყრის დაწყებამდე, ყოველთვის შედარებით ნაკლები ამბიციის მქონე მეტოქეზე ოცნებობ, თუმცა ეს მუნდიალი, სადაც ყველა ბოლომდე იბრძვის.ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.თუ ჩემპიონობა გვინდა, ძლიერი ნაკრებების დამარცხება გვმართებს.

- გასულ ზაფხულს, ბრაზილიელებმა კონფედერაციის თასის აღმართვის საშუალება არ მოგცეს.რას გვეტყვით აღნიშნულ თამაშზე?
- ვფიქრობ, ბრაზილიელები იმსახურებდნენ ტიტულს, რამეთუ უკეთესად გამოიყურებოდნენ.ჩვენგან განსხვავებით, მეტოქე კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყო, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენეს.სიტუაცია პიკეს გაძევებამაც გაართულა და საბოლოოდ, სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ გამარჯვება, თუმცა ამაში ტრაგედია ვერ ვხედავ.ჩვენი ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ წაგებული ფინალისგან.ფეხბურთში ყოველთვის მოგეცემა რევანშის შანსი და მომავალ ზაფხულს, მზად უნდა ვიყოთ ამისათვის.

- აღნიშნული ფინალის მეორე ნახევარში პენალტის გამოყენება ვერ შეძელით...
- ასეთ მომენტებში, თერთმეტმეტრიანის ურტყამს ფსიქოლოგიურად უკეთეს პირობებში მყოფი ფეხბურთელი.როგორც იცით, მაშინ პასუხისმგებლობა მე ავიღე საკუთარ თავზე, თუმცა ფორტუნამ ზურგი მაქცია.ვგონებ, მეკარეს ნანახი ჰქონდა ჩემ მიერ შესრულებული პენალტები და ადვილად გამოიცნო კუთხე (იცინის).ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.საჭირო ეპიზოდებში, ბევრ ბუმბერაზ მოთამაშეს ვერ გაუტანია გოლი 11 მეტრიდან.რა თქმა უნდა, ასეთი მოვლენებ დიდი გამოცდილებასა და სწავლას გაძლევს ადამიანს.

- სამეფო კლუბის სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლიელებები განხორციელდა...
- ბუნებრივია, მოქმედი და ყოფილი დამრიგებლების შედარებას არ დავიწყებ.ყველა მწვრთნელს განსხვავებული, ხედვა, სტილი და მუშაობის მანერა აქვს.მოურინიოს ეპოქაში გვქონდა, როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები.რაც შეეხება ანჩელოტის, მისი ბიოგრაფია ყველაფერზე მეტყველებს.მოგეხსენებათ, კარლო თავადაც თამაშობდა ფეხბურთს, რაც შეგირდებთან ურთიერთობას ბევრად უადვილებს.ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული სეზონი გვექნება.

- ალბათ, რთულია ახალ მწვრთნელთან შეგუება...
- სიმართლე გითხრათ არა.თამაშების მოგება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენა, ყველა მწვრთნელის სურვილია.

- თქვენი თანაგუნდელებისგან ვიცი, რომ გასახდელში DJ-ის ფუნქცია გაკისრიათ...
- ნამდვილად ასე იყო წლების განმავლობაში (იცინის), მაგრამ ახლა, ახალგაზრდები, მაგ: ხესე და მარსელო, ცდილობენ ჩემს გადაყენებას.„ბავშვები“ თავიანთი სიმღერებით მოდიან და სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ ვერევი.ვცდილობ, სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება.

- ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მე-10 თასი...
- ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ყველანი განსაკუთრებით ვუდგებით, რამეთუ დიდი ხანია არ მოგვივია.არასწორი იქნება, თუ მხოლოდ „ლა დესიმაზე,“ ვიფიქრებთ, თუმცა მისი მოგება თითოეული ფეხბურთელისთვის ოცნებას წარმოადგენს.

- და ბოლოს, რას ისურვებდით 2014 წელს?
- ადამიანმა რელობაში უნდა იცხოვროს და სოლიდარობა გამოუცხადო სხვებს.ჩემი სურვილია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდეს, რამეთუ დღესდღეობით ბევრი პრობლემა არსებობს, თუნდაც დასაქმების კუთხით.ასევე, ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ოცნებების ასრულებას.

Fifa.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)