იკერის რეკორდი და მშრალი სერია
ბოლოს, სამეფო კლუბის კაპიტნის კარის აღება 27 ნოემბერს მოახერხეს.
„ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში, კასილიასმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა.თუ აქამდე მისი საუკეთესი მაჩვენებელი, 520 წუთის განმავლობაში გოლის არ გაშვება იყო, ახლა იკერის აქტივში 595 წუთიანი მშრალია სერიაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 დაპირისპირებაში, „ელ კაპიტანოს“ მხოლოდ 4 ბურთი შეუგდეს.ამასთანავე კასო პირველი კიპერია, რომელმაც „კოპა დელ რეის“ პირველი ხუთი დაპირისპირება ნოლზე დაასრულა.
თავის მხრივ, 2014 წელს „რეალის“ კარიც დაუპყრობლად რჩება.უკვე 7 დაპირისპირება (1 არაოფიციალური), რაც „თეთრები“ მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობას არ აძლევენ.
- 22 იანვარი 2014
- 3 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.