რონალდუ: "მიღწევაა ის, რომ ახლა მხოლოდ ჩემზე საუბრობენ"
კრიშტიანუ რონალდუ France Football-თან საუბრისას მიღწევას უწოდებს იმ ფაქტს, რომ ეხლა მხოლოდ მას მოიხსენიებენ ცუდი სიტყვებით, მაშინ როცა, რამდენიმე ხნის წინ, შეურაცხყოფას აყენებდნენ დედამისს და მისთვის საყვარელ ხალხს უწოდებდნენ რა "ნაბიჭვარს".
"კვირეები და თვეები ლაპარაკობდნენ ოქროს ბურთის შესაძლო გამარჯვებულზე. ყველა ამბობდა, რომ თუ მე არ მოვიგებდი რიბერის უნდა მოეგო, ხოლო თუ რიბერი ვერ მოიგებდა, მაშინ მე უნდა მომეგო. საბოლოოდ როგორც გაირკვა, გამარჯვებული მე გავხდი და ნერვიულობასაც წერტილი დაესვა. ყველანი, მათ შორის დედაჩემიც კი მეკითხებოდა: "მოიგებ თუ არა ამ ჯილდოს შენ"? ეს კი მომაბეზრებელი იყო. დღეს, ოქროს ბურთის მფლობელი ვარ და ვაპირებ, რომ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე წინა წელს."
"სიმართლეა, რომ ბუნებით მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით ვკმაყოფილდები. ყოველი ახალი წელი წინა წელზე უკეთესი მინდა, რომ იყოს. ეხლა მშვიდად ძილს არ ვაპირებ. უფრო მეტს უნდა მივაღწიო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან და "მადრიდის რეალთან" ერთად. "ოქროს ბურთი" არ არის დასასრული, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მასზე."
დაჯილდოება: "ეს საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი შვილი მოვიდა და შემომეხვია. მაშინ მე ტირილი დავიწყე. როცა ოჯახის წევრების თვალზე ცრემლები ვნახე, უფრო მეტად ავტირდი. ეს ნამდვილი, გულწრფელი ცრემლები იყო. მე არ ველოდი ამ ჯილდოს და იმ მომენტში საკმაოდ ბედნიერი ვიყავი. ხალხისთვის, რომელიც მე არ მიცნობს, ეს შესაძლოა სურპრიზი ყოფილიყო და ისინიც შესაძლოა ატირებულიყვნენ, ვინაიდან მე მოედანზე მუდამ სერიოზულად გამოვიყურები. იმათთვის კი, ვინც ჩემთან ერთად არის, იციან რომ მე ჩვეულებრივი და გულჩვილი ადამიანი ვარ."
ჯილდო: "ორი თუ სამი დღის შემდეგ უკვე გამიარა ამ ემოციებმა და ყოველდღიური საფეხბურთო ცხოვრებით გავაგრძელე."
ხასიათი: "როცა ყველაფერში ბუნებრივად ვიქცევი, ზოგჯერ ამას არასწორად გებულობენ. შესაძლოა მატჩის წაგების შემდეგ ყველაფერი ისე ვერ ავხსნა, მაგრამ ეს ჩემი ბუნებითაა გამოწვეული. მუდამ მაქსიმუმი მინდა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ ხასიათი და პიროვნება არ შეცვლილა. მუდამ მინდა, რომ პროგრესი მქონდეს და ამაზე მუდამ კონცენტრირებული ვარ. არის რაღაც გაუგებრობები, მაგრამ ასეთი ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედში" და ასეთივე ვარ "მადრიდის რეალშიც."
შური: "ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი შურდათ. იმიტომ რომ ახალგაზრდა, მდიდარი და სიმპათიური ვიყავი. ეს არასწორი გამონათქვამი იყო. მე ეს იმ თამაშის შემდეგ ვთქვი, რომელშიც ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ვინაიდან ვერ ვითამაშე კარგად. როგორც ადრეც მითქვამს ბევრჯერ, მე არ ვარ საუკეთესო. მე ადამიანი ვარ, ჩვეულებრივად ვსუნთქავ და ჩვეულებრივი სისხლი მაქვს, როგორც ყველას. ვტირი, მიხარია და მაქვს ჩემი პრობლემებიც. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოდის და ბევრ რამეს სწავლობ, თუნდაც შეცდომებზე... ხალხი ნელ-ნელა უფრო მიგებს და აცნობიერებს, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ძალიამ ბევრს მუშაობს. მე მირჩევნია მოედანზე რასაც ვაკეთებ იმაზე ვილაპარაკო და არა მის გარეთ ჩადენილ საქციელებზე."
შეურაცხყოფა: "მინდა აღვნიშნო, რომ არ არის სასიამოვნო იმ ყველაფრის მოსმენა, რაც მე მიწევს მოედანზე...ბოლო დროს რაღაც გაუჯობესება იგრძნობა ამ მხრივ. მაგალითად , თუ ადრე "პორტუგალიელ ნაბიჭვარს" მეძახდნენ, ეხლა "კრიშტიანო, პლასტმასის ბურთი" ასე მომმართავენ. წინათ დედაჩემზე საუბრობდნენ ცუდად, ეხლა კი მარტო ჩემზე."
ყოველდღიური ცხოვრება: "არ არის ადვილი ნორმალური ცხოვრების ტემპის ქონა. მიუხედავად ამისა, მიჩვეული ვარ. როცა კარიერას დავასრულებ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უფრო მშვიდად იქნება და უფრო მეტად შევძლებ ყოველდღიური ცხოვრებით დატკბობას. ეხლა ეს ადვილი არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიური ცხოვრება არ მაქვს. ვცდილობ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს თავი ავარიდო და უფრო მეტად მშვიდი ადგილები მირჩევნია. ვეცდები საკუთარი თავისთვის მერე მოვიცადო, როცა ეს კრიშტიანუ აღარ იარსებებს და უკვე სხვა კრიშტიანუ ვიქნები."
დღიდან დღემდე: "დღეში სამიდან ოთხ საათამდე ვვარჯიშობ. 09:30 სთ-ზე ჩემს შვილს სკოლაში ვტოვებ. ამის შემდეგ მადრიდში ტური, შემდეგ ინგლისურის გაკვეთილი, რომ ინგლისური სალაპარაკო დონეზე ვიცოდე და არ დამავიწყდეს, შემდეგ გამამხნევებელი ვარჯიში, შემდეგ მუსიკის მოსმენა, შემდეგ ცურვა. შემდეგ ვარჯიში. ასე ვატარებ დროს და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს შვილს ისევ. ვახშმისთვის ხანდახან ქალაქში გავდივარ. ვიძინებ, როგორც კი ამის დრო მექნება, იმისთვის , რომ მომდევნო დღეს ფხიზელი და ჯანსაღი შევხვდე. ჩემთვის ძალების აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ ვიმოგზაურო."
ყოველდღიური აღდგენითი ვარჯიშები თამაშის შემდეგ: "დიახ, მე ჩემი პროგრამა მაქვს. როცა სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, აუცილებელია, რომ ჯანმრთელი და 100 პროცენტით მზად იყო. მცირე დეტალები დიდ შედეგებს იძლევიან."
დახმარება: "დიახ, მე ვეხმარები სხვებს, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც საუბარი არასდროს არ მყვარებია. თუ რამე კეთილ საქმეს აკეთებ, ეს შენთვის უნდა შეინახო, ღმერთი მას აუცილებლად ნახავს და არ არის აუცილებელი სხვებმაც დაინახონ. ეხლა ოთხი თუ ხუთი ბავშვთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ძალიან სენსიტიური სიტუაციაა, ამიტომა ამაზე ვერ ვისაუბრებ. ბავშვობაში კარგად გამზარდეს. დედა და მამა მუდამ იმას მეუბნებოდნენ, რომ როცა საშუალება მექნებოდა სხვებს დავხმარებოდი. ღმერთმა მე ყველაფერი მომცა: ჯანმრთელობა, დიდებული ოჯახი, წარმატება...ეხლა კი ისღა დამრჩენია მას მადლობა სხვებისთვის დახმარების გაწევით აღმოვუჩინო... არავის არ დაავიწყდეს საიდან მოვდივარ მე და როგორი ბავშვობა მქონდა."
საქმე: "ვიცი, რომ როცა ბევრს მუშაობ და ამბიციებიც გაქვს, მოედანზე ყველაფერს მიაღწევ. ჩემ თავს მუდამ პროფესიონალად ვთვლიდი, ეს ჩემი კულტურაა. სხვებისგან მუდამ ბევრს ვსწავლობდი. გარი ნევილი და რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედში", რაული და მიშელ სალგადო "მადრიდის რეალში", ფიგუ, რუი კოშტა, ფერნანდო კოუტო და დეკუ ეროვნულ ნაკრებში. "
მესი: "რა თქმა უნდა, მასთან კონკურენცია მეხმარება ვიყო საუკეთესო, მაგრამ ეს არამარტო მესის ეხება, არამედ სხვა საუკეთესო ფეხბურთელებსაც, როგორებიც არიან: ლუის სუარესი, ინიესტა, ნეიმარი, ბეილი, დიეგო კოშტა და ფალკაო. ის თამაშს აუმჯობესებს და მეც ვაპირებ, რომ გავაუმჯობესო ჩემი თამაში. მესი და მე ერთსა და იმავე ჩემპიონატში ვართ. ჩვე ორივეს საუკეთესო გვინდა და ეს გვეხმარება კიდევაც წარმატების მიღწევაში."
ოქროს ბურთი: "მე მიხარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კოლექტიური ტიტულებია. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ტიტულია და მინდოდა მისი მოგება, ისევე როგორც რიბერის და მესის."
მოურინიოსა და ანჩელოტის შორის სხვაობა: "მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს კლუბს განსაკუთრებული ტავდაჯერებულობა ახასიათებს. ანჩელოტი მართლაც კარგად მუშაობს. ის კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მე მიხარია მასთან ერთად მუშაობა და "მადრიდის რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ სეზონში ყველაფერი შესაძლებელია."
- 21 იანვარი 2014
- 3 318
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.