რელანო: „კონკურენტებმა ქულები დაკარგეს“
გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორი ალფრედო რელანო, პრიმერა დივიზიონის მეოცე ტურს გამოეხმაურა.
„განვლილ უქმეებზე, „რეალის“ მოგებას, ფრეებით უპასუხეს „ატლეტიკომ“ და „ბარსელონამ.“როგორც ვუიადინ ბაშკოვი ასეთ შემთხვევებზე იტყოდა, გუნმდა 3-ის ნაცვლად 7 ქულა მოიპოვა.ახლა, ლიედერებსა და მეორეადგილსანს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.ეს მაშინ, როდესაც წინ მთელი მეორე წრეა.იპოდრომზე შეკრებილი საზოგადოება, ხშირად იძახის, რომ დოღის გამარჯვებული მდევარი ცხენი ხდება.
„ლევანტემ“ და „სევილიამ“ მეტოქეებთან თავს დაცემის უფლება არ მისცეს, რამაც ავტომატურად მადრიდელთა წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებმაც ბოლო 2 ტურში 4 ქულიანი ჰანდიკაპი დაძლიეს.არადა ახლო წარსულში რომ გადავიხედოთ, დისტანცია რვა ქულასაც კი შეადგენდა.
სიმბოლურია, რომ დიეგო კოშტა და მესი გოლებით ვერ დაეხმარეს გუნდს, მაშინ როდესაც, რონალდუმ დიდებული დარტყმით ჩაუყარა საფუძველი სხვაობის მოკლებას.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩებს, ბრწყინვალედ გაისარჯა „ღამურელთა“ კიპერი.კატალონიელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მისი კარის აღება.რაც შეეხება „როხიბლანკოს,“ ბოლო 64 მატჩის განმავლობაში, მსაჯმა პირველად დანიშნა პენალტი მათ საწინააღმდეგოდ, რაც კლუბის პრეზიდენტისა და ფედერაციის თბილ ურთიერთობას უსვამს ხაზს.ყველა საინტერესო ის არის, რომ „ატლეტიკომ“ ჩვეულ სტილში, მაღალ დონეზე იასპარეზე, თუმცა ანდალუსიელებმა გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა.აღნიშნული, უნაი ემერის გუნდის კარგ პერსპექტივებზე მეტყველებს.
მაშასადამე, მეორე წრის სტარტზე, ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ვინაობა სამს შეადგენს.სასწორზე 54 ქულა დევს.“
AS
- 21 იანვარი 2014
- 2 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.