უძლეველი ჩაბი
ჩაბის გარეშე „რეალი“ სხვა გუნდია.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მოსაზრება გადაჭარბებული სულაც არაა, რამეთუ სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.
როგორც იცით, ზაფხულში საოპერაციო მაგიდაზე დაწოლის გამო, ბასკს მიმდინარე სეზონის სტარტი გაუცდა.გუნდის „დირიჟორის“ გარეშე, მადრიდელები უფერულად გამოიყურებოდნენ და სანამ ჩაბი ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა, 2 შეხვედრის წაგებაც მოასწრეს („ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“).
ალონსოს მწვანე მინდორზე დაბრუნება 30 ოქტომბერს შედგა.„სევილიასთა“ 7-3 მოგებულ მატჩში, მას 27 წუთი ერგო.იქედან მოყოლებული, საყრდენის თაოსნობით „რეალმა“ 15 დაპირისპირება გამართა, საიდანაც 13 გამარჯვებით დაასრულა, ხოლო 2 ყაიმით.
თავდაპირველად, ჩაბის ხედირასთან ერთად უწევდა ტანდემის შექმნა, თუმცა გერმანელის საშინელმა ტრავმამ, მოდრიჩისა და ესპანელის დაახლოვება განაპირობა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბწრყინვალე დუეტს ქმნიან, რაც გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზეც მეტყველებს.
ერთი სიტყვით, ალონსოს დაბრუნებით ანჩელოტის ბევრი თავსატეხი გაუქრა.როგორც ამბობენ, ბასკი თერთმეტეულის მწვრთნელია მინდორზე.
MARCA
- 20 იანვარი 2014
- 2 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.