„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას მადრიდში ელიან
ინგლისში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდში ვიზიტს და მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს...
Daily Mirror-ის ცნობით, ინგლისელები ფაბიო კოენტრაოს მადრიდიდან წამოყვანას გეგმავენ და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სურთ მოლაპარაკებების გამართვა.
ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელები 15 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის გაყიდვა სარფიან ფასში სურს, რადგან თავის დროზე ესპანელმა პრეზიდენტმა ბენფიკას 30 მილიონი ევრო ჩაურიცხა ანგარიშზე.
ზემოთხსენებული წყაროს მიხედვით მადრიდში ზარი უკვე განხორციელებულია და ესპანელები მზად არიან ინგლისელი სტუმრების მისაღებად, ხოლო როდის შედგება მათი შეხვედრა ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 20 იანვარი 2014
- 2 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.