ვარანი ვარჯიშს შეუდგა
ანჩელოტის ფეხბურთელების დასვენების დრო არ აქვთ.
ანდლუსიაში მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდელები სახლში დაბრუნდნენ და სამეფო თასის მატჩისთვის შეუდგნენ მზადებას.როგორც იცით, ტურნირის 1/4 ფინალის 1-ელ მატჩში, „რეალი“ „კორნელია ელ პრატზე“ „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.თამაში 21 იანვარს, 23 საათსა და 55 წუთზე არის ჩანიშნული.
დღევანდელ სესიაზე, მოთამაშეები, რომლებიც „ბეტისთან“ სასტარტოში იდგნენ, კონდიციების აღდგენას სატრენაჟორო დარბაზში ცდილობდნენ, ხოლო დანარჩენი მადრიდელები ანჩელოტის მითითებებს ასრულებდნენ.
სასიხარულოა, რომ მწვანე მინდორზე ვარჯიშს დაუბრუნდა რაფაელ ვარანი.დღეიდან სრული დატვირთვით იმუშავებს ფრანგი და ალბათ, მალე გუნდის განაცხადშიც მოხვდება.
რაც შეეხება კოენტრაუს, ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
- 19 იანვარი 2014
- 1 906
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.