ანჩელოტი: „პეპე და რამოსი დიდებულად თამაშობენ“

„ბენიტო ვილიამარინზე“ გასამართი დაპირისპირების წინ, ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ხესე: „როდიგესი კარგად გამოიყურება, მაგრამ ვერ გეტყვით, დაიწყებს თუ არა სასტარტოში თამაშს „ბეტისის“ წინააღმდეგ.ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ხესე მოწოდების სიმაღლეზეა, როდესაც სათამაშო წუთები ეძლევა.“

მორატა: „მას არაფერი უთქვამს წასვლის შესახებ.ჩემი აზრით, თავს ბედნიერად გრძნობს და ისიცს, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის.“

კასიალის 1 წლიანი უთამაშებლობა პრიმერაში: „არ მახსენდება კასილიასის მსგავსი სიტუაცია.მართალია, რომ ლა ლიგაში დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ როდესაც მოედანზე გამოდის, ძალიან კარგად ირჯება.“

„ბეტისთან“ დაპირისპირება: „მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს.ლიგის ქვედა ეშელონებში მოასპარეზე გუნდებთან თამაში გაცილებით რთულია.მახსოვს, როგორ აქტიურად დაიწყეს „ბარსელონასთან“ თამაში.აქედან გამომდინარე, იოლ გასეირნებას არ ველოდები.“

კოენტრაუ: „არარსებობს პირველი გუნდი რეზერვის გარეშე.კოენტრაუსა და მარსელოს სიტუაცია განსხვავდება, რამეთუ პორტუგალიელმა ტრავმიანობის მძიმე პერიოდი გამოიარა.ვფიქრობ, „ოსასუნასთან“ ნაყოფიერად ითამაშა.ხვალ დაისვენებს და მომდევნო კვირას კონდიციების გაუმჯობესებას დაუთმობს.“

ბეილი: „ვგონებ, ხვალ დიდებული მატჩი ექნება გარეთს.მისი შეძენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა.უელსელს პრეს-სეზონთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა.პირველი წელი ახალ ქვეყანაში, რთულია ნებისმიერი ფეხბურთელისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბეილი ნორმალურად გამოიყურება.“

სისტემა: „4-3-3ის დროს დაცვა უკეთესად გამოგვდის.ჯერ ვერ გეტყვით რა ტაქტიკას დავაყენებ ხვალ.“

იოზილი: „მესუთთან დაკავშირებით ხშირად აყალბებენ ჩემს კომენტარებს და ვფიქრობ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ იქნება.“

გაუმჯობესება: „2014 კარგად დავიწყეთ და იმედია შევინარჩუნებთ აღებულ ტემპს.წინ ძალიან რთული შეხვედრები გველოდება.წაბორძიკების საშუალება არ გვაქ.“

დაცვა: „მნიშნელოვანია, რომ გოლებს არ ვუშვებთ, ეს პეპესა და რამოსი დიდებული თამაშის დამსახურებაა.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (48)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)