მადრიდში კოენტრაუს შემცვლელი იპოვეს
დიდი ალბათობით, კოენტრაუ „წითელ ეშმაკუნებში“ გააგრძელებს კარიერას, ხოლო სამეფო კლუბი მისი შემცვლელის ძიებაშა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელთა პრიორიტეტი, „სევილიას“ ახალგაზრდა მცველის გადმობირება იქნება.საუბარია ალბერტო მორენოზე, რომელმაც გასულ ზაფხულს „ფურია როხას“ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპა, ხოლო შემდეგ დელ ბოსკეს შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.
განაპირა მცველმა სექტემბერის დასაწყისში, 2018 წლამდე გაახანგრლივა კონტრაქტი ანდალუსიელებთან და აქედან გამომდინარე, მისი საბაზრო ღირებულება 30 მლნ. ევროს შეადგენს.
სევილიური კლუბის თავკაცის განცხადებით, ჯერ ოფიციალურად არავის მიუმართავს მორენოს თაობაზე.
ცნობისათვის, ფეხბურთელის შესაძლებლობებით „ნაპოლიც“ ინტერესდება.
AS
- 17 იანვარი 2014
- 2 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.