კრისტიანო რონალდოს ძალიან სურს "ელ კლასიკოში" თამაში
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ გამოხატა სურვილი ითამაშოს "ელ კლასიკოში". პორტუგალიელს ტკივილები აღარ აწუხებს და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს.
"ექვსი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც არ მითამაშია. ძალიან მსურს ისევ გავიდე მოედანზე და თამაშით მივიღო სიამვონება" – აცხადებს რონალდო.
"შემიძლია მოვითმინო ტკივილი და ვითამაშო "ბარსელონას" წინააღმდეგ".
"ჩემი უდიდესი სურვილია გავიდე მოედანზე "ელ კლასიკოში" და გუნდს დავეხმარო".
კრისტიანომ შესაძლოა ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხის" წინააღმდეგ ითამაშოს ნახევარი საათით. ეს ძალიან წაადგება მას.
"მილანსაც" და "რეალსაც" ოთხშაბათს ღამით შეუძლიათ მოიპოვონ პლეი–ოფის საგზურები, თუ დაამარცხებენ "მარსელსა" და "ციურიხს".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 23 ნოემბერი 2009
- 3 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.