შემდეგი "ციურიხია"
"ბლანკოსი," რიგით მეხუთე შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხშაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს.მადრიდელთა წინაშე წარდგებიან შვეიცარიელი ფეხბურთელები, რომელთაც ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები აქვთ.
"ციურიხის" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი შეხვედრა მარცხით დაასრულეს.ისინი ჯერ შინაურ კელდებში 0-1 დამარცხდნენ "მარსელთან," ხოლო განმეორებით თამაშში ფრანგებმა ადგილობრივ "ველოდრომზე" არ დაიდენს მეტოქე (6-1).ზედიზეც ორმა წაგებამ შვეიცარიელთა პოზიციები საგრძნობლად შეარყიე."მილანის" სტუმრად დამარცხების შემდეგ, მათი იმედი ძალიან დიდი იყო, თუმცა...
"ციურიხელების" თამაში, არც შინაურ ჩემპიონატშია დამაკმაყოფილებელი.ბოლო ტურში მათ მორიგი მარცხი იწვნიეს "ლუზერნისგან."შევიცარიის ეროვნული პირველობის 16 ტურის თავზე, მათი მონაგარი მხოლოდ 20 ქულა და მე-8 პოზიციაა.ჩალანდესის შეგირდები 15 ქულით ჩამორჩებიან გათამაშების ლიდერ, "იანგ ბოიზს."
მადრიდელთა და ციურიხელთა სათამაშო ისტორია, მხოლოდ სამ შეხვედრას მოიცავს.პირველად აღნიშნული გუნდები 1963 წლის ევროპის თასის გათამაშებაში შეერკინენ ერთმანეთს.მაშინ "თეთრებმა" 2-1 მოიგეს შვეიცარიაში, ხოლო "ბერნაბეუზე" ექვის უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.მესამე პაექრობა "ციურიხის" წინააღმდეგ წელს შედგა.ამ შემთხვევაშიც ესპანელებმა 2-5 სძლიეს მოწინააღმდეგეს.
რაც შეეხება სამეფო გუნდს, ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ყველაზე მეტ გატანილ გოლს მოითვლიან.რონალდუს ოთხი, რაულის ორი, ხოლო ბენზემას, კაკას, დერნტეს, გუტის და იგუაინის თითო-თითო გოლების წყალობით, "რეალი" ყველაზე გამტან გუნდათ ითვლება ლიგაზე.ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გათამაშების ბომბარდირი არის ადამიანი, რომელმაც 4 გოლის გატანა შეძლო ორ მატჩში.
აღნიშნულ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი შედგება "მილანსა" და "მარსელის" წინააღმდეგ.ფრანგი შეეცდებიან, როგორმე გამოსტაცონ ქულები "როსონერის."
ერთი სიტყვით, კარგი სანახაობა გველის წინ.იმედია, მადრიდელები უხვ გოლიანობით გამოირჩევენ თავს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 23 ნოემბერი 2009
- 3 442
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.