ოქროს ბიჭი
„ოქროს ბურთის“ გალა დაჯილდოვებაზე, მილიონობით ადამიანმა იხილა რონალდუს ნამდვილი სახე (მგრძნობიარე, თავშეკავებული, ჰუმანური და გულწრფელი).
იყო კრიშტიანუ რონალდუ, ნამდვილად არ არის ადვილი.დიახ, კვარცხლბეკზე ყოფნა მარტივია, მაგრამ მერწმუნეთ, ის გზა, რომელიც ფეხბურთელმა მიზნის მიღწევამდე გამოიარა, ძალიან რთულია.
მადეირელის თავგანწირვა, მოთმინება და შეუპოვრობა მისაბაძია ყველასათვის.ვფიქრობ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დახურულ კარს მიღმა, რონალდუსავით იხარჯებიან.ის ყოველთვის დამატებით 2 საათი ვარჯიშობს და მკაცრად იცავს დიეტას.
როდესაც რონალდუ აგებს, ან რაღაც არ გამოდის, დაახლოებით 3 დღე მოწყენილია და მხოლოდ მის გამოსწორებაზე ფიქრობს.ამავდროულად, არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდამ გაუმჯობესების პროცესშია, რაც დიდებულია მაგალითია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც წარმატების ძიებაში არიან.
კრიშტიანუ მაქსიმალურად არიდებს თავს სახლის გარეთ ჭამას.ის უარით ისტუმრებს კომპანიების მიერ შემოთავაზებული კომერციული პროექტების 90 პროცენტს, რამეთუ ყოველ კვირას მილიონების შოვნა, მოთამაშის მიზანს არ წარმოადგენს.მისი პური და კარაქი არის ფეხბურთი და მხოლოდ პროფესიაზეა ფოკუსირებული.საინტერესოა, რამდენი ადამიანი მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას?
პორტუგალიელი ყოველთვის ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს და ამას აკეთებს ყოველგვარი ხმაურისა და საჯარო განცხადებების გარეშე.
ძალიან ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, ის არა მხოლოდ დამსახურებული „ოქროს ბურთის“ მფლობელი, არამედ ნამდვილი ოქროს ბიჭია.
სპეციალურად „მარკასთვის,“ ჟორჟე მენდეში (რონალდუს საფეხბურთო აგენტი)
- 15 იანვარი 2014
- 2 348
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.