არბელოა: "ციურიხზე ვართ კონცენტრირებულნი"
მადრიდის "რეალის" კანტერანოსმა, ალვარო არბელოამ, პრესკონფერენცია გამართა.
- როგორ გაქვს მუხლი?
- სერიოზული არაფერია.
- მადრიდის "რეალი" კარგად არ თამაშობს, თუმცა გათამაშების სათავეში დამაჯერებლად დგას.რითი ახსნით ამ ფაქტს?
- ამ სეზონში კლუბმა ახალი პროექტი დაიწყო და ამის განსახორციელებლად დროა საჭირო.ვიცით, რომ კარგ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ, თუმცა ყოველ მატჩში უკეთესობისაკენ მივდივართ, რაც კარგის მაუწყებელია.
- რას ფიქრობ, "ბარსასა" და "ინტერის" შეხვედრაზე?
- სიმართლე გითხრათ, არც არაფერს.მე მხოლოდ სამეფო გუნდის მომავალ მატჩზე ვფიქრობ, ისევე როგორც ჩემი ყველა თანაგუნდელი."რეალს" საერთაშორისო თამაშების შემდეგ რთული დაპირისპირება ჰქონდა "რასინგთან."ჩვენი მიზანია კონდიციების აღდგენა და "ციურიხთან" პაექრობისთვის მზადება.
- როგორ ფიქრობთ, კარგ დროს მოგიწევთ "ელ კლასიკოს" თამაში?
- ვფიქრობ, ეს კვირა გუნდისათვის წარმატებული იქნება.მთავარია ის, რომ "რეალი" სწორი გზით მიიწევს წინ.
- "ნოუ კამპზე" რომელ პოზიციაზე გიხილავთ?
- სიმართლე გითხრათ, არვიცი საერთოდ თუ მომიწევს ამ მატჩში მოედანზე გამოსვლა.რაც შეეხება მესის, ვგონებ ის ითამაშებს, თუმცა "ბარსელონას" მის გარდა ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავს.
- თქვენ გამოვარდით კოპა დელ რეიდან.ასევე რონალდუს არყოფნაში გუნდის ბურთაობა საგრძნობლად შემცირდა...
- რონი მნიშვნელოვანი ფებურთელია, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მის გარეშეც შეგვიძლია კარგად თამაში.ამას მოწმობს, ლა ლიგის ლიდერობა.
- მესიმ შესაძლოა გამოტოვოს "ელ კლასიკო." რას იტყოდით რონალდუზე?
- "რეალსაც" და "ბარსასაც" შეუძლიათ ამ ორი ფეხბურთელის გარეშე თამაში.მინდა, რომ რონალდუ ვიხილო 29-ში, ხოლო რც შეეხება მესის, მისი მდგომარეობა დიდად არ მაღელვებს.
- პორტუგალიელის დაბრუნების ალბათობა დიდია?
- დიახ.ის სრულ მზადყოფნაშია და სავრაუდოდ, ვიხილავთ "კლასიკოზე."
- თქვენ გამოცდილება გაქვთ მესის წინააღმდეგ...
- დიახ, "ლივერპულში" მომეცა შანში მის წინააღმდეგ მეთამაშა.სიმართლე გითხრათ, კარგადაც გავართვი თავი, თუმცა ეს გუნდის დამსახურებაა.მთავარია, რომ მას არ მივცეთ ჩეული ფეხბურთის თამაშის საშუალება.
- "ბარსელონაზე" ბევრი ითქვა, მაგრამ შემდეგი მატჩი ხომ "ციურიხთან" გაქვთ...
- ამ კვირაში პრესა მხოლოდ "ბარსელონაზე" საუბრობს, თუმცა "ციურიხთან" შეხვედრა ერთობ მნიშვნელოვანია.მოგების შემთხვევაში სერიოზულ ნაბიჯს გადავგამთ 1/8 ფინალში გასვლის თაობაზე.ვიმედოვნებ, ასეც მოხდება.
- 23 ნოემბერი 2009
- 3 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.