რეალი რუნის შეძენას შეეცდება
CaughtOffside-ის ინფორმაციით რეალი მზად არის რუნის სანაცვლოდ 55 მლნ. ევრო გადაუხადოს მანჩესტერს.
ფერგიუსონის წასვლისთანავე რუნიმ წითელი ეშმაკების დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა მოიესმა მისი ერთი სეზონით შენარჩუნება შეძლო. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უეინი უკმაყოფილოა კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობით და მზად არის სხვა გუნდის მაისური მოირგოს.
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კლუბის პრეზიდენტისგან მიიღო უფლება დახარჯოს 55 მილიოონი ევრო ბრიტანელი ფორვარდის ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რუნის ამჟამინდელი კონტრაქტი 18 თვეში იწურება და მან უკვე რამდენჯერმე თქვა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მადრიდის რეალის მთავარი კონკურენტი ლონდონის ჩელსი იქნება, ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს ეშმაკების 10-იანის საკუთარ გუნდში ხილვა.
- 15 იანვარი 2014
- 2 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.