საერთაშორისო ტურნირი დოჰაში
ყატარის დედაქალაქში Al Kass-ის მე-3 საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც „რეალის“ 16 წლამდელთა გუნდი მონაწილეობს.
კენჭისყრის შედეგად, მადრიდელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები, „პორტუ“ და Aspire International-ი არიან.აღსანიშნავია, რომ არსებული მომენტისათვის, დე ლა რედის შეგირდებმა ორივე მეტოქესთან გააგორეს ბურთი.პირველ შემთხვევაში, ისინი Aspire International-თან 3-2 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ ჯავრი პორტუგალიელ თანატოლებზე იყარეს და ნესტორის ჰეთ-თრიქის, ოსკარის დუბლისა და ალვარო მარტინის გოლის წყალობით, 6-2 დაამარცხეს.
შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა მადრიდისტებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.შემდეგ ეტაპზე მათი მოწინააღმდეგე D ჯგუფის რომელიმე ბინადარი იქნება (Aspire Qatar-ი, Chicago Fire-ი, „მანჩესტერ სიტი“).
ნიშანდობლივია, რომ „პორტუსთან“ გამართულ დაპირისპირებას დაესწრო „რეალის“ დიადი „შვიდიანი,“ რაულ გონსალეს ბლანკო.ამ უკანასკნელმა მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში მოინახულა რუბენის ბიჭები.
ცნობისათვის, „რეალი“ 20 ფეხბურთელით ჩავიდა დოჰაში: ლუკა, სოტილიოსი, ხავი ერნანდესი, მანუ ერნანდო, ბრავო, ანდრესი, დანი გომესი, ოსკარი, ნესტორი, გორი, ბარეა, კარმონა, ბრიანი, ნებაი, ბრეა, გონსალო, აჩრაფი, ალვარო მარტინი, მალდონადო და ვიქტორი.
აქვე გთავაზობთ, „პორტუსთან“ ჩატარებული მატჩის მიმოხილვას:
- 15 იანვარი 2014
- 1 392
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.