„მანჩესტერი ჩემს გულშია“
2013 წლის, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა, ერთ-ერთ ბრტინალურ გამოცემასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „მანჩესტერი“ არასოდეს დავიწყებია.
„ბუნებრივია, „იუნაიტედი,“ სადაც 6 წელი გავატარე, არ დამვიწყებია.ისინი ჩემს გულში არიან.ინგლისში ბევრი მეგობარი დავტოვე და მინდა წარმატებები და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მათ.“
„დიახ, მართალია, რომ რიო ხშირად მესაუბრებოდა დაბრუნებაზე.ჩვენ მეგობრები ვართ და „იუნაიტედში“ ასპარეზობისას, მეზობლებიც ვიყავით.ის ფანტასტიკური პიროვნებაა.“
აღსანიშნავია, რომ ფერდინანდი „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში აქტიურად ქომაგობდა პორტუგალიელს.ციურიხში, დაჯილდოვების გამართვამდე, განაცხადა, რომ „თუ რონალდუს არ გადასცემდნენ ჯილდოს, ტიტველი გამოვიდოდა ქუჩაში,“ ხოლო კრიშტიანუს აღიარები შემდეგ კი დასძინა: „დიდებულია კრიშტიანუ.მეორე ოქრო კარიერაში.ნამდვილად იმსახურებდი ამას.ის საათები, რომლებიც შენს განათლებაში დავხარჯე, 100 პროცენტით დამიფასდა.“
MARCA
- 15 იანვარი 2014
- 2 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.