ფიგუ : "რონალდუ საუკეთესოა და ის ჯილდოს იმსახურებდა"
ლეგენდარული ფეხბურთელის, ლუიშ ფიგუს განცხადებით, მის თანამემამულე კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბურთი ნამდვილად ეკუთვნოდა, რადგან დღესდღეობით იგი საუკეთესოა...
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კრიშტიანოსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში მატჩები მაქვს ჩატარებული, მას უდიდეს პატივს ვცემ, რონი მუდმივად ბოლომდე იხარჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა წარმატების მისაღწევად."
"თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მუნდიალზე გასვლა შვიდიანის დამსახურებაა, რომ არა მისი მუხლჩაუხრელი შრომა, შედეგი არ დადგებოდა."
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონი გახლავთ და მას დამსახურებულად გადასცეს ოქროს ბურთი, დარწმუნებული ვარ ის კიდევ უფრო მეტად მოინდომებს."
"მესი და რიბერი დასაფასებლები არიან. ვგონებ, ისინი მომავალ წელსაც იბრძოლებენ საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად, მათ წარმატებას ვუსურვებ."
- 14 იანვარი 2014
- 2 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.