ვარჯიში გრძელდება
მადრიდის "რეალმა" მორიგი ვარჯიში გამართა "ვალდებებასის" ბაზაზე. რუუდ ვან ნისტელროი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ხოლო გუტი სპორტდარბაზში.
დღეს "ვალდებებასის" ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა მადრიდულმა გრანდმა. სამ მეკარეს მეკარეთა მწვრთნელი ავარჯიშებდა. დანარჩენი ფეხბურთელები, გარდა გუტისა დარბოდნენ მოედნის ირგვლივ. ვიცე–კაპიტანი სპორტდარბაზში ვარჯიშობდა. კრისტიანო რონალდო გუნდთან ერთად იყო და მზადაა ითამაშოს "ციურიხის" წინააღმდეგ.
ძალიან მალე ფეხბურთელებმა ბურთით ვარჯიში დაიწყეს. ისინი თავით და ფეხით ვარჯიშებს აკეთებდნენ ბურთზე.
ნისტელროიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, გუტიმ სპორტდარბაზში
დილის კარგი ინფორმაცია ნისტელროის გუნდთან ერთად ვარჯიში იყო. ჰოლანდიელის არ მიუღია "რასინგთან" მატჩში მონაწილეობა მარცხენა ფეხზე მცირე ტრავმის გამო. ხოსე მარია გუტიერესი კი სპორტდარბაზში აგრძელებდა ვარჯიშებს.
დანარჩენი ფეხბურთელები კი ემზადებიან "ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის. გუტი კი გააგრძელებს მარცხენა ფეხზე ტრავმის მოშუშებას.
პელეგრინი შემადგენლობაში რამდენიმე კორექტივს შეიტანს. სერხიო რამოსი თავის პოზიციას დაიკავებს. რაულ ალბიოლი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება. ლასანა დიარა ცენტრში დაიკავებს ადგილს. ორთვიანი შესვენების შემდეგ კრისტიანო რონალდო დაუბრუნდება შემადგენლობას.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 23 ნოემბერი 2009
- 3 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.