ანჩელოტი: "ოქროს ბურთი უფრო მეტს ითხოვს ფეხბურთელისგან"
კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ხალხი და გულშემატკივრები რონალდუსგან უფრო მეტს მოითხოვენ.
ოქროს ბურთი: "ბედნიერები ვართ და ვულოცავთ რონალდუს ოქროს ბურთს. ეს მან დაიმსახურა! მადრიდისტებიც ბედნიერები უნდა იყვნენ. ის ძალიან ბევრს მუშაობდა და შრომობდა ამისთვის და მას შრომა დაუფასდა..."
ვინ გააოცა: "რონალდუს მე არ გავუოცებივარ. როგორც ბევრჯერ მითქვამს, ის მუდამ ასეთი იყო და გოლთა რაოდენობა და მონდომება და მიდგომა თამაშისადმი, ესაა ის, რაც მე მაოცებს. მათი პროფესიონალიზმი მოედანზე და მოედანს მიღმა საკმაოდ დიდია. ის კარგი მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის."
რა გამოარჩევს რონალდუს, ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა: "მე ვფიქრობ ორივე საჭირო და აუცილებელია. არ ვიცი პროცენტულად რომელი რამდენადაა საჭიროა, მაგრამ მე ორივეს ვანიჭებ უპირატესობას. თუ შენ საკუთარ თავზე არ მუშაობ და არ გიყვარს შრომა, მაშინ ნიჭი არაფერს არ მოგცემს და ტყუილად დაიკარგები. ნიჭის ქონა აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია დიდი შრომა იმისთვის, რომ ნიჭი მოედანზე წარმოაჩინო. ის ძალიან შრომისმოყვარეა."
გარეთ ბეილი: "შეიძლება ბოლო თამასებში არც ისე დიდად იყო ჩართული მატჩის მიმდინარეობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის ადაპტირებული აქაურ სიტუაციასთან. ბეილისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად კარგ კონდიციებში იყოს. მას არ აქვს სხვა პრობლემა, ეს უბრალოდ ფიზიკური ინტეგრაციის პრობლემაა."
რონალდუს ცრემლები: "მე ვფიქრობ, რომ მას ძალიან უყვარს ის საქმე , რასაც აკეთებს. ის უბრალოდ გიჟდება ფეხბურთზე. ესაა ემოციები, რომელიც მუდამ მოსდევს საუკეთესოობას და იმ მომენტს, როცა შენი დიდი ხნის შრომა ფასდება..."
"მილანი" და მწვრთნელი ზედორფი: "ზედორფი ჩემი ფეხბურთელი იყო. ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეული იყო პირადი და პროფესიონალური მხრივ და რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერი იცის. მან იცის "მილანის" ატმოსფერო და ვფიქრობ, არაა შემთხვევითი, რომ "მილანმა" ეს არჩევანი გააკეთა. საჩი, კაპელო, ეხლა ზედორფი...მე მას წარმატებებს ვუსურვებ."
"ოსასუნა" : "გუნდი კონცენტრირებული და მოტივირებულია. ყველამ იცის რაოდენ ძნელია პამპლონაში "ოსასუნას" წინააღმდეგ თამაში. ძალიან დაძაბული მატჩი გველის და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ გამარჯვებას. რაც შეიძლება სწრაფი გოლის გატანა უნდა მოვახერხოთ."
2014 წლის კარგი დასაწყისი: "კარგად დავიწყეთ, ეს სიმართლეა, მაგრამ აუცლებელად უნდა განვაგრძოთ პროგრესი და ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. დაცვის ხაზი მგონი გამოსწორდა. რამოსმა წელი კარგად დაიწყო, ის უფრო კონცენტრირებული და გაძლიერებულია. ვფიქრობ, გაუმჯობესება გვეტყობა."
გასვლითი შეხვედრების მოგების პრობლემა: "თამაშების მოგება არ არის ადვილი, განსაკუთრებით კი გასვლითი შეხვედრების. "ესპანიოლს" 0:1 მოვუგეთ, მაგრამ შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო, ვინაიდან ბევრი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ არ იყო დიდებული შედეგი, მაგრამ კარგად ვითამაშეთ."
ოქროს ბურთის შემდეგ კონცენტრირება: "რონალდუმ კარგად ივარჯიშა. ოქროს ბურთის მოგება დიდი მოტივაცია იყო და ასევე იქნება 2014 წელსაც. სიმართლეა ისიც, რომ ეხლა მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ადვილია რონალდუს მოთხოვო უფრო მეტი, ვინაიდან მან 69 გოლი გაიტანა და თავადაც უფრო მეტს თხოვს საკუთარ თავს."
მოდრიჩი და მისი პროგრესი: "მე ვფიქრობ, ეს ფებხურთელისთვის სავსებით ნორმალურია, როცა ახალ კლუბში მოდიხარ თავიდან პრობლემები გაქვს, როგორც ყველა ფეხბურთელს. ეხლა ის უფრო თავდაჯერებულია, უფრო განათლებული და გარკვეულია სიტუციაში და უკეთესადაც თამაშობს. ხვალ ის დაისვენებს"
ვარანე: "ვარანე ეხლა უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიშობს , მაგრამ ჯერ კიდევ მარტოა და კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მომდევნო კვირას ალბათ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ სერხიო რამოსისა და ტიაგო სილვას დონის გახდეს."
პეპე და მისი გაწონასწორებული ხასიათი: "არ ვიცი წინა სეზონში როგორ იყო, მაგრამ როცა აქ მოვედი, ვფიქრობდი, რომ პეპე და რამოსი ორი ძალიან კარგი ცენტრალური მცველები იყვნენ და მათ დარჩენა ვსთხოვე. მას არ ქონდა პრობლემა, ვინაიდან მას კარგი ურთიერთობა აქვს კლუბთან და პრეზიდენტთან. რა მოხდა წარსულში ეს მე არ ვიცი."
- 14 იანვარი 2014
- 2 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.