"CristianOROnaldo"
გიჟი მადრიდისტა ოქროს ბურთის დაჯილდოებას ეხმაურება
ამ სიცილის (ტირილმა და ცრემლებმა კი მეც ამატირა) სანახავად ამ ხნის ლოდინი ნამდვილად ღირდა. ეს მსოფლიოშო გრძნობათა აფეთქების დღე იყო. რონალდუმ მიიღო ჯილდო უდიდესი შრომის, უდიდესი ძალისხმევის, უდიდესი მონდომების, საათობით მუშაობის შემდეგ და ის ბოლოს და ბოლოს , აღიარებულ იქნა საუცხოო სპორტსმენად. 28 წელი ეს ბიჭი ოცნებობდა ამ ტიტულს, ეს ბიჭი იმსახურებდა ამ ტიტულს. მას ქონდა ის 2008 წელს, მაგრამ ქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. ის მოწადინებული იყო, რომ თავისი ნამდვილი სიყვარულის, "მადრიდის რეალის" მაისურშიც მოეგო ეს ჯილდო.
ბლატერი? ბლატერზე ვერაფერს ვიტყვი, მან მოინანია ყველა ის ცოდვა, რომლის გამოც, ამ ბიჭს რამდენიმეგზის არ მისცეს ეს ჯილდო. ზეპი იცინოდა, ვინაიდან მან ღვთაებრივი პორტუგალიელი ნახა, რომელიც იმაზე მეტი და იმაზე დიდი იყო , ვიდრე "ოქსფორდში" მისი ნაბოდიალები. ის ნამდვილი 7-იანია და ეს ციფრი "თეთრებისთვის" მეტია, ვიდრე სხვა. მსოფლიო სამყარო კი CR7-ის ფეხქვეში იქნება მინიმუმ ერთი წელი. გოლები? რამდენიც გინდა. რეკორდები? რამდენიც გინდა და როგორ უნდა დაეყენებინათ მის გვერდით რიბერი? მხოლოდ და მხოლოდ კარგი იუმორის გრძნობის მქონეს შეიძლება ეფიქრა, რომ რიბერი შეძლებდა ამ ჯილდოს მოგებას.
მესი ამჯერად რონალდუს უკანაა. არავინ არ დაობს, რომ არგენტინელი კარგი ფეხბრთელია, მაგრამ მასთან მიმართებაში მუდამ იყო დავა. რატომ? იმიტომ რომ არავისთვის არ ქონდა მნშვნელოვა ესპანეთი გახდა თუ არა ჩემპიონი, არ ქონდა მნიშვნელობა მოიგო თუ არა "მადრიდის რეალმა" რეკორდული გოლებით და ქულებით ლა ლიგა, მუდამ გაფუჭებული მაგნიტაფონივით მესი, მესი და მესი... ეს ტრაგიკული და ამატირებელი იყო. წელს კი ოქროს ბურთს დაუბრუნდა სამართლიანობა და სუფთა ჰაერი. მსოფლიო ორ სამყაროს შორისაა გახლეჩილი: კატალონიელებსა და "მადრიდის რეალს" შორის. ოქროს ბურთი რონალდუსია...და ის ამავდროულად "მადრიდის რეალისია". წელს ოქრო გათეთრდა.
ფიგუს აქვს ეგ ბურთი მოგებული, მაგრამ "ბარსაში" გატარებული დიადი წლების გამო. რონალდომ ეს ბურთი 2002-ში აღმართა სანტიაგო ბერნაბეუზე, მაგრამ ბრაზილიის წარტმატების გამო , კანავარომ ეს ბურთი 2006 წელს მოიგო, მაგრამ იტალიის მსოფლიო თასზე გამარჯვების გამო. რონალდუმ კი ეს თავისი ღვაწლით, თავისი ბერნაბეუზე დაღვრილი ოფლით მოიგო ეს ჯილდო და ეს უფრო დასაფასებელია და ის ფავორიტია ფავორიტთა შორის.
არავის არაფერი ისე არ მიუცია რონალდუსთვის. მან კამპ ნოუზეც კი დატოვა თავისი ნიშა. ესაა ოქროს ბურთი, რომელიც წარმოუდგენელი შრომის და მონდომების შედეგია. ღმერთმა მას მისცა ეს სხეული, ის მუდამ ვარჯიშობს და საათებს ატარებს სავარჯიშო დარბაზში. დღეს სწორედ ის დღეა და იმ ხალხის დღეა, რომლებიც ოცნებობენ, რომ მხოლოდ თავიანთი ჯაფით და შრომით მიაღწევენ წარმატებას ცხოვრებაში. კრიშტიანოს სიცილი, ეს დედამისის სიცილია, რომელიც მუდამ უჩიჩინებდა შცილს და ურჩევდა მას "მადრიდის რეალში" გადასვლას. რონალდუს სიცილი, ეს მისი ბავშვის სიცილია, რომელსაც წელამდე წვდება ეს ოქროს ბურთი და რომელიც მამაისთან ერთად აღნიშნავს ამ ბედნიერ დღეს. მე არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. დღეს თეთრი და ბედნიერი დღეა ჩემთვის ამ ჩემი და თქვენი, სრულიად მადრიდისტების შვიდიანის გამო. კრიშტიანო მუდამ. კრიშტიანო გილოცავ!
- 14 იანვარი 2014
- 4 934
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.