რონალდუ გაჩერებას არ აპირებს
2014 წლის 13 იანვარი, რონალდუს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება.
პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი, შვეიცარიაში ოჯახთან ერთად ჩავიდა, რამეთუ ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ პირველობას არავის დაუთმობდა.რონალდუმ 2008 წლის მიღწევა გაიმეორა და კვლავ დადგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
მსოფლიოსი ფეხბურთის ლეგენდისგან კუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, მადრიდელმა ემოციები ვერ შეიკავა: „უბედნიერესი და ამაყი ვარ“ - განაცხადა წლის საუკეთესო მოთამაშემ.
„საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა, რათა მსგავსი კალიბრის ტიტული მოიგო“ - დაამატა პორტუგალიელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.
„ბუნებრივია, დიდ მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, რამეთუ მათ გარეშე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეუძლებელია.არ მინდა გამომრჩეს მწვრთნელები.რომ არა მათი ნდობა და მხარდაჭერა, დღეს აქ არ ვიდგებოდი“ - დასძინა რონალდუმ.
ინტერვიუს ბოლოს, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს: „გავაგრძელებთ ვარჯიშს და პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას, რათა მომავალ სეზონშიც ჩამოვიდა ციურიხში და მესამე ოქრო მოვიპოვო.“
FIFA.COM
- 14 იანვარი 2014
- 3 408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.