რაული ბრუნდება "ციურიხთან"
რაულ გონსალეს ბლანკო უბრუნდება ძირითად შემადგენლობას ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხთან" მატჩში. მანუელ პელეგრინიმ გადაწყვიტა "ელ კლასიკოს" წინ დაასვენოს ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა. "ელ კაპიტანო" კი ეცდება გაიტანოს გოლები შვეიცარიელებთან მატჩში და კიდევ უფრო დაწინაურდეს ბომბარდირთა დავაში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
რაულს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია სტუმრად "ალკორკონთან" მატჩის შემდეგ. სათადარიგოთა სკამზე იყო "რასინგთან", "ხეტაფესთან", "ატლეტიკოსთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" მატჩში "სან სიროზე".
ბენზემა დაისვენებს
ქარიმ ბენზემამ "ალკორკონთან" მატჩში არ ითამაშა. ამის შემდეგ კი ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამიტომ მას პელეგრინი "ელ კლასიკოს" წინ დაასვენებს. იგუაინი კი ითამაშებს შვეიცარიელებთან. არგენტინელს არ უთამაშია ორი შეხვედრა ისე, რომ მწვრთნელს არ გაეყვანოს მოედნიდან.
თავდასხმის ხაზში რაული–იგუაინის დუეტი შეუტევს, როგორც ეს გასულ სეზონში იყო, ხოლო სათადარიგოთა სკამზე იქნება ქარიმ ბენზემა, კრისტიანო რონალდო კი თავის შანსს დაელოდება.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 23 ნოემბერი 2009
- 3 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.