სიმაო საბროსა : "მოდრიჩი მადრიდის ხერხემალია"
სიმაო საბროსამ მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დასანანად წააგო, რადგან იყო მომენტები, როდესაც დიეგო ლოპესის კარის აღება შეიძლებოდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება და კატალონიური კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოწინავე პოზიციებისთვის იბრძოლოს. ამასთანავე პორტუგალიელმა ლუკა მოდრიჩი შეაქო და განაცხადა, რომ მის გარეშე ანჩელოტის გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა...
"რთული მატჩი გამოდგა, ჩვენ რამდენიმე კარგი მომენტი გავაფუჭეთ, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ "ბლანკოსს" არაფერი დავუთმეთ და ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ."
"პირადად ჩემთვის მადრიდის რეალის ხერხემალი ლუკა მოდრიჩი გახლავთ, მან ბრწყინვალედ იასპარეზა და მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხორვატ ფეხბურთელს ბურთის ფლობის შესანიშნავი უნარი აქვს, ასევე ბრწყინვალედ შეუძლია გადაცემების დანაწილება."
"ბრძოლა გრძელდება და დანებებას არ ვაპირებთ, წინ კიდევ ნახევარი სეზონია, ჩვენ ევრო ზონაში მოხვედრა გვსურს."
- 13 იანვარი 2014
- 1 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.