პიპიტამ ეგრე არ მითქვამსო
პიპიტამ თვითერის საშუალებით უარყო ინფორმაცია თითქოსდა მან ''ბერნაბეუს'' პუბლიკა გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო იგუაინის გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ მას მადრიდში არ უმღეროდნენ.
''მოგესალმებით სუყველას, მე მინდა კატეგორიულად უარვყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მე ვთქვი ''ბერნაბეუზე'' ჩემს სახელს არ მღეროდნენ. ეს მტკნარი სიცრუეა და მინდა ყველამ იცოდეს. '' - განაცხადა არგენტინელმა.
გარდა ამისა, გონსალოს ოჯახი დაუკავშირდა გაზეთ Marca.Com - ს, რომლებმაც გაზეთს განუცხადეს, რომ პიპიტას ძალიან უყვარს სამეფო კლუბი და მსგავსი რამ არც კი დასცდენია.
- 13 იანვარი 2014
- 2 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.