მადრიდელთა დელეგაცია ციურიხში
როგორც იცით, 13 იანვარს, ქალაქ ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
„ფიფასა“ და „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რონალდუს მხარდასაჭერად, ოჯახის წევრების, მეგობარისა და საფეხბურთო აგენტის გარდა, ფლორენტინო პერესი, ემილიო ბუტრაგენიო, ზინედინ ზიდანი და სერხიო რამოსი დაესწრებიან.
„რეალის“ დელეგაცის წევრები, ადგილობრივი აეროპორტიდან, ხვალ, 14 საათზე გაფრინდებიან ჩარტერული რეისით.დაჯილდოვების ცერემონია კი, თბილისის დროით, 21 საათზე აიღებს სტარტს (პირდაპირი ტრანსლიაცია Eurosport-ზე).
AS
- 12 იანვარი 2014
- 2 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.